შოკოლადის ტორტი შოკოლადის კრემით. ნაზი საოცრება, რომელიც ისეთი გემრიელი გამოდის, კიდევ არაერთხელ მოამზადებთ

გიყვართ შოკოლადის ნამცხვრები შოკოლადის კრემით? მაშინ შემოთავაზებული რეცეპტი აუცილებლად დაგაინტერესებთ.

რეცეპტის მიხედვით, მოამზადებთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტორტს. ფუმფულა, ჰაეროვანი ბისკვიტისა და საოცრად გემრიელი კრემის შერწყმით მიიღებთ ზღაპრულ კომბინაციას.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 125 გრ
  • ფქვილი 110 გრ
  • კაკაო 2 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მოხარშული შესქელებული რძე 2 ქილა
  • კარაქი 200 გრ
  • კაკაო 50 გრ
  • ზეთი 10 გრ

შაქრის სიროფისთვის დაგჭირდებათ:

  • შაქარი 75 გრ
  • წყალი 75 გრ
  • კონიაკი 20 მლ

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ 5 წუთი მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან შეურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. მოსარევად იყენებთ ხის ან პლასტმასის კოვზს.
  2. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ. დაგჭირდებათ, დაახლოებით, 24-25 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
  4. ამზადებთ სიროფს: სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი, მოურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღებთ შაქრის სრულ გადნობამდე. გაგრილებულ სიროფს დაამატეთ არომატული კონიაკი.
  5. ამზადებთ კრემს: მოხარშული შესქელებული რძე და კარაქი ათქვიფეთ. კაკაოს დაამატეთ ზეთი, კარგად აურიეთ და  შემდეგ შეათქვიფეთ კარაქიან მასას. ამ მეთოდით მომზადებული კრემი იპრიალებს.
  6. ბისკვიტი გააგრილეთ და გაყავით 3 ფენად. თითოეული ფენა დანამეთ მომზადებული სიროფით. შემდეგ წაუსვით კრემი. კრემით დაფარეთ ზედაპირი, გვერდები და მორთეთ თქვენი სურვილის მიხედვით. შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.

შოკოლადის უგემრიელესი, ფაფუკი, სველი და ნაზი ტორტი ცოტა ხნით გააჩერეთ.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!