
თუ თქვენი სარეცხი მანქანის დოლურადან უსიამოვნო სუნი გამოდის, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი დამხმარე სასწრაფოდ საჭიროებს გაწმენდას.
ბევრი ფიქრობს, სარეცხი მანქანა მუდმივ კონტაქტშია სარეცხ საშუალებებთან, წყალთან, მაგრამ მოსაზრება ნამდვილად მცდარია, რადგან ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველთვის სუფთაა.
ყველაზე მეტად ბინძურდება სარეცხი მანქანის რეზინი, რადგან მასში გროვდება ნადები, ობი.
ობი ძალიან საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
სწორედ ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია სარეცხი მანქანის რეგულარულად გაწმენდა.
გაწმენდის პროცესი ძალიან მარტივია და ამისთვის მხოლოდ ორი ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტი გჭირდებათ.
ყოველ რეცხვაზე ცოტა თეთრი ძმრის დამატება ანადგურებს ბაქტერიებს, არბილებს წყალს და არ აძლევს ჭუჭყს დაგროვების საშუალებას, რაც იწვევს უსიამოვნო სუნს.
როგორ გამოვიყენოთ თეთრი ძმარი ტანსაცმელის გასარეცხად?
უბრალოდ 100-150 მლ ძმარი ჩაასხით ქსოვილის დამარბილებლისათვის განკუთვნილ ავზში და სარეცხი გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
თუ გსურთ, სამოსს ჰქონდეს საამო სურნელი, თეთრ ძმარს დაამატეთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი არომატის ეთერზეთი.
მაგრამ ძმრის შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება. შემოგთავაზებთ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სარეცხი მანქანის გაწმენდას.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თეთრი ძმარი 1 ფინჯანი
- საკვები სოდა 1 ფინჯანი
ინსტრუქცია:
- ცარიელ სარეცხის მანქანაში ჩაასხით ძმარი, ხოლო სოდა შეყარეთ დოლურაში და მანქანა ჩართეთ მოკლე რეცხვის რეჟიმზე.
- ამ გზით შეძლებთ მანქანის სრულად გაწმენდას ნარჩენებისგან, ნადებისგან, ობისგან და შეძლებთ მისი მომსახურების ვადის გახანგრძლივებას.
- სარეცხი მანქანა მუდმივად ღია დატოვეთ და აირიდეთ სოკოსა და ბაქტერიების დაგროვება.
- არ არის აუცილებელი სარეცხი მანქანის ზედმეტი ფხვნილით ან სხვა სარეცხი საშუალებებით გადატვირთვა.
მოცემული პროდუქტების კომბინაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ სააბაზანოს გასაწმენდად. ძმრისა და სოდის ნარევის საშუალებით შეძლებთ მიკრობების, სოკოს აღმოფხვრას. აბაზანის თბილი და ნოტიო გარემო მათ გასამრავლებლად ხომ საუკეთესოა.