როგორ ვებრძოლოთ ვენების ვარიკოზს მწვანე პომიდვრის დახმარებით

ვარიკოზული ვენები, ვენების გაგანიერება, არის დაავადება, რომელიც ძირითადად ქვედა კიდურებზე ვლინდება. ეს გამოწვეულია ქვედა კიდურების ვენებზე დიდი ზეწოლით, რაც აფერხებს სისხლის მოძრაობას. დაავადებას ახლავს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, დისკომფორტი, ტკივილი, ქავილი და სხვა  უსიამოვნო სიმპტომები.

შემოგთავაზებთ ორი უმარტივესი და ბიუჯეტური ინგრედიენტის კომბინაციით მომზადებული სამკურნალო ნაყენის კომპრესებს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გაფართოებული ვენების თანმხლები სიმპტომების შემსუბუქებას, მოგეხსნებათ ტკივილები.

ორივე ინგრედიენტი, მწვანე პამიდორი და ვაშლის ძმარი,  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მწვანე პამიდორი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ამცირებს ვარიკოზის, თრომბების განვითარების რისკს.

პირველ რიგში, ამზადებთ სამკურნალო ნაყენს. დაგჭირდებათ მინის თავდახურული კონტეინერი, 1 ჩ. ჭ. ორგანული ვაშლის ძმარი და 5 ცალი მწვანე პამიდორი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  • პამიდორი კარგად გარეცხეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად და ჩააწყვეთ კონტეინერში, დაასხით ვაშლის ძმარი და 48 საათით დადგით გრილ, ბნელ ადგილას.
  • მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ პამიდვრის ნაჭრები, დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და შეიხვიეთ მარლით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 40 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  • სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე 2 კვირის განმავლობაში.
  • ერთ ჯერზე მომზადებული ნაყენით 2-3-ჯერ შეძლებთ კომპრესის გაკეთებას. შემდეგ მოამზადეთ ახალი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!