კოჟრები, ბზარები და გაუხეშებული კანი ფეხისგულებიდან მოგშორდებათ, თუ უმარტივეს საშუალებებს გამოიყენებთ

როგორც კი შეამჩნევთ ქუსლების კანის გამოშრობას, დაუყონებლივ იმოქმედეთ, რადგან დროული მკურნალობა აგარიდებთ კანზე ნახეთქებისა და ბზარების გაჩენას ან სხვა მოსალოდნელ  გართულებებს.

ქუსლების კანზე ნახეთქებისა და ბზარების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მშრალი ჰაერი
  • ორგანიზმის გაუწყლოება
  • არასათანადო მოვლა
  • არასწორი კვება
  • ვიტამინების, მინერალებისა და ცილების დეფიციტი
  • ასაკი
  • ცუდი სისხლის მიმოქცევა
  • არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი

აგრეთვე დაავადებები:  

  • ფსორიაზი
  • ეგზემა
  • დიაბეტი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

შემოგთავაზებთ 9 უმარტივეს საშუალებას, რომელთა წყალობით შეძლებთ ქუსლების კანის დარბილებას, დატენიანებას, ნახეთქების, ბზარებისა და კოჟრების მოშორებას.

1. ლიმონი, გლიცერინი და გულყვითელას ნაყენი

ნიღაბის საშუალებით შეძლებთ კანის დარბილებას და დატენიანებას, ასწრაფებს ქუსლებზე არსებული ბზარების შეხორცებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • გლიცერინი 1 ჩ. კ.
  • გულყვითელას ნაყენი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა შეიზილეთ ქუსლებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და ამოიცვით ბამბის წინდები.

თავდაპირველად, 1 კვირის განმავლობაში ნიღაბი გაიკეთეთ ყოველდღიურად, ხოლო შემდეგ კვირაში ერთხელ.

2. ბანანი

ნახეთქებისა და ბზარების საწინააღმდეგოდ მწიფე ბანანი ბიუჯეტური და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. საკვები ნივთიერებებით დატვირთული ბანანი კვებავს, ატენიანებს და კურნავს კანს.

ბანანის რბილობი დაჭყლიტეთ და შეიზილეთ ქუსლებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთი.

დაზიანებული კანის აღსადგენად საუკეთესოა ბანანისა და ავოკადოს კომბინაცია.

3. ვაზელინი და ლიმონის წვენი

ეს მიქსი მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად საუკეთესოა. ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით, აურიეთ და შეიზილეთ სუფთა კანზე. რამდენიმე წუთის განმავლობაში ქუსლებზე გაიკეთეთ მასაჟი. შემდეგ ამოიცვით ცელოფანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ.

4. ცვილი

1 ს. კ. ცვილს დაამატეთ 100 მლ ზეთი, თქვენთვის ხელმისაწვდომი, და დადგით ორთქლის აბაზანაზე. ცვილის გადნობის შემდეგ, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან, კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მალამო წაისვით ქუსლებზე. კანი დაგირბილდებათ, გაგიხდებათ გლუვი. თუ ამ უმარტივეს საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ, კანს არ მისცემთ გამოშრობის საშუალებას.

5. თაფლი

თაფლი თავისი შემადგენლობის წყალობით კურნავს დაბზარულ ქუსლებს, ებრძვის მიკრობებს. ქუსლების სუფთა კანზე შეიზილეთ ცოტა თაფლი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ.

6. ბრინჯის ფქვილი

ბრინჯის ფქვილი არის კიდევ ერთი ინგრედიენტი, რომელიც უნარჩუნებს ქუსლებს სირბილესა და ჯანმრთელობას. დილით სუფთა და მშრალ კანზე შეიზილეთ ცოტა ბრინჯის ფქვილი და დაიტოვეთ, არ ჩამოიბანოთ.

7. ზეითუნის ზეთი

ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთს მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის, საუკეთესოა დაზიანებული კანის აღსადგენად. ყოველ საღამოს სუფთა კანზე შეიზილეთ ზეითუნის ზეთი და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე.

8. შვრია

შვრიის ფქვილს ან ფანტელს დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი, აურიეთ, წაისვით ქუსლების კანზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. მალე ქუსლები იდეალურ მდგომარეობაში გექნებათ.

9. სეზამის ზეთი

სეზამის ზეთი საუკეთესოა ბზარებისა და ნახეთქების სამკურნალოდ. ქუსლების სუფთა კანზე შეიზილეთ ცოტა სეზამის ზეთი, შემოიხვიეთ ცელოფანი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ მოამზადეთ თბილი წყლის აბაზანა და რამდენიმე წუთით ჩაყავით ფეხები. დარბილებული ქუსლები გაიხეხეთ პემზით. მოცემული მეთოდი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.