შემოგთავაზებთ ორიგინალური, მოსამზადებლად უმარტივესი და პიკანტური სოუსის, ,,ჩემბერლენის სოუსის“, რეცეპტს. მოცემული რეცეპტის მიხედვით, მომზადებული პამიდორი ძალიან უხდება ხორცს, თევზს, მაკარონს.
1,5 ლ სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პამიდორი 2 კგ
- ხახვი 600 გრ
- მიხაკი 10 ბუტონი
- შავი პილპილი 10 მარცვალი
- სურნელოვანი პიპილი 5-6 მარცვალი
- დაფნა 4 ფოთოლი
- შაქარი 100 გრ
- მარილი 2 ს. კ.
- მზესუმზირის ზეთი 150 მლ
- ძმარი 9%-იანი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- პამიდორი ჩაჭერით ჯვარედინად და დაასხით ცხელი წყალი. 1 წუთის შემდეგ გადაიტანეთ ცივ წყალში. ამ მეთოდით მარტივად შეძლებთ პამიდვრის გაფცქვნას. პამიდორი დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში.
- ხახვი დაჭერით რგოლებად და დაამატეთ პამიდორს.
- შემდეგ დაამატეთ სურნელოვანი პილპილის მარცვლები, შავი პილპილის მარცვლები, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, შაქარი, მარილი, ზეთი.
- ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღეთ 20 წუთი. ბოლოს დაასხით ძმარი და ადუღეთ კიდევ 1 წუთი.
ქილები და ხუფები გაასტერილეთ. სოუსი ჩაასხით ცხელი და დაახურეთ ხუფები. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ გაგრილებამდე.
გემრიელად მიირთვით!