ორკომპონენტიანი ხელმისაწვდომი საშინაო ნიღაბი ლიფტინგის ეფექტით, რომელსაც წლებია ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ

ნაოჭები, პიგმენტური ლაქები და კანის სხვა პრობლემები, შეიძლება აღმოიფხვრას ან ნაკლებად შესამჩნევი გახდეს მარტივი ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით.

ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული კანის მოვლის საშუალებები უსაფრთხოა და ეფექტური, არ შეიცავს მავნე ქიმიურ კომპონენტებს, ამკვრივებს კანს, ატენიანებს, აახალგაზრდავებს და ღრმად წმენდს კანს.

შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს, რომელსაც ბოტოქსის ეფექტი აქვს და კანისთვის საოცრებებს ახდენს.

მოცემული ნიღაბის საშუალებით მოიშორებთ პიგმენტურ ლაქებს. კვერცხის ცილაში კოლაგენის არსებობა ამცირებს ღრმა ნაოჭებს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • სიმინდის სახამებელი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აურიეთ სიმინდის სახამებელი და კვერცხის ცილა. ნიღაბის გამოყენებამდე სახე, კისერი, მკერდის ზონა და ხელები  დაიბანეთ, გაიწმინდეთ ხელსახოცით და მომზადებული მასა თანაბრად გაინაწილეთ.

ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ სრულ გაშრობამდე. გრძნობთ, რომ კანი თანდათან იჭიმება. ეს აუცილებელია ნაოჭების გასასწორებლად.

ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ და მსუბუქად შეიმშრალეთ. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს 1 თვის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ და ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ.