დეტოქს აბაზანა თქვენი სხეულისათვის, რომელიც მოგიხსნით ტკივილს, დაღლილობას, დაშლის მარილებს და ა.შ.

გამწმენდი აბაზანები წმენდს და კურნავს ორგანიზმს, ხსნის სახსრების ტკივილს, გამოდევნის მავნე ტოქსინებს, მარილებს, მძიმე მეტალებს.

დეტოქსიკაციის პროცესი საოცრად ეფექტურია და პირველივე გამოყენების შემდეგ იძლევა სასურველ შედეგს.

  • გამწმენდი აბაზანა აკონტროლებს შაქრის დონეს
  • ხელს უწყობს წონის კლებას და ამცირებს ცელულიტს
  • წმენდს კანს და ორგანიზმს
  • ამშვიდებს ართრიტით გამოწვეულ ტკივილს
  • მოგიხსნით სახსრებისა და კუნთების ტკივილს
  • ამცირებს დაძაბულობას და ხსნის სტრესის შედეგებს
  • უზრუნველყოფს მშვიდ ძილს

გამწმენდი აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა ნახევარი ჩ. ჭ.
  • ეპსომის მარილი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ეთრზეთი 10 წვეთი (ეთერზეთი უნდა დააწვეთოთ მარილზე და შემდეგ გახსნათ წყალში)

ჩამოთვლილი ეთერზეთებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ეთერზეთი ან 2-3 ეთერზეთის კომბინაცია. მაგალითად, პიტნის ეთერზეთი ხსნის დაღლილობას, აყუჩებს კუჭის ტკივილს, ხელს უწყობს ჰერპესის შეხორცებას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აქრობს ქერტლს, ასტიმულირებს თმის ზრდას და ა. შ.

კედრის ხის ეთერზეთი ხსნის დეპრესიას და აქვს სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრი, მათ შორის ანტისპაზმური, მატონიზირებელი, შარდმდენი, ამოსახველებელი, დამაწყნარებელი და სხვა.

გვირილას და როზმარინის ეთერზეთი კურნავს ჭინჭრის ციებას, მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი და აქვს სიცხის დამწევი, დამაწყნარებელი, მატონიზირებელი, ანტიბიოტიკური, ბაქტერიოციდული, სპაზმოლიზური მოქმედება.

ლავანდის ეთერზეთს აქვს დამამშვიდებელი და მოსადუნებელი ეფექტი, ხელს უწყობს მშვიდ ძილს, ხსნის სტრესებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კურნავს რესპირატორულ დაავადებებს, როგორიცაა, ყელის ინფექციები, გრიპი, ხველა, გაციება, სინუსების შეშუპება და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

გრეიპფრუტის ეთერზეთს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტისეპტიკური მოქმედება, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი, აქვს შარდმდენი თვისებები, ააქტიურებს ლიმფის მოძრაობას, წმენდს და ატენიანებს კანს.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, თბილ წყალს დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და 20 წუთით ჩაწექით აბაზანაში. მოდუნდით და მიეცით თქვენს სხეულს საშუალება მოახდინოს დეტოქსიკაცია და შეიწოვოს ინგრედიენტები. აბაზანის შემდგ მიიღეთ შხაპი, სასურველია  გრილი წყლით.
  2. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დალიეთ 1-2 ჭიქა თბილი წყალი აბაზანის მიღებამდე და მიღების შემდეგ.
  3. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია აბაზანები მიიღონ 20-25 წუთი, ხოლო ბავშვებისთვის_ 5-10 წუთი.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შემთხვევაში  დეტოქსიკაციის მეთოდის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ  ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!