ფეხები და ხელები ხშირად გისივდებათ? 6 ნაბიჯი, რომელიც პრობლემისგან თავის დაღწევის გარანტიაა

მართალია, ფეხების შეშუპება სიცოცხლისთვის არ არის საშიში, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული მდგომარეობის სიმპტომი, როგორიცაა თირკმლის ან გულის უკმარისობა. შეშუპებას იწვევს სითხის ქსოვილებში ან ორგანიზმში შეკავება.

სითხის შეკავება იწვევს ხელების, ფეხების, ტერფების შეშუპებას და გიქმნით მრავლ დისკომფორტს. იმ შემთხევაში, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ აღგენიშნებათ, შეასრულეთ ქვემოთ მოცემული მარტივი მითითებები და დაივიწყეთ შეშუპება.

1. შეზღუდეთ ნატრიუმის მიღება

იმ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უშუპდებათ ფეხები, ურჩევენ, შეზღუდონ მარილის მოხმარება. ეს იმიტომ ხდება, რომ მარილი შედგება ნატრიუმის ქლორიდისგან. ნატრიუმი აკავებს წყალს ორგანიზმში და ხელს უწყობს სითხის ბალანსის შენარჩუნებას.

2. გაზარდეთ მაგნიუმის მოხმარება

მაგნიუმის საჭირო რაოდენობით მიღება ამცირებს შეშუპებას. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მაგნიუმით მდიდარი საკვები პროდუქტები: თხილეული, მთლიანი მარცვლეული, ისპანახი, ბარდა, ბანანი, შვრია და სხვა.

3. გაზარდეთ ვიტამინ B6-ის მოხმარება

ვიტამინი B6 არის წყალში ხსნადი ვიტამინი. მოცემული ვიტამინი უამრავი ბუნებრივი პროდუქტის შემადგენლობაში შედის.

გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ პრემენსტრუალური სინდრომის დროს გამოვლენილ შეშუპებას ხსნის, ვიტამინ B6-ის დიდი რაოდენობით მოხმარება.

ვიტამინ B6-ით მდიდარია ბანანი, თინუსი, კარტოფილი (კანიანად), მზესუმზირა, ქლიავის ჩირი, საქონლის, ქათმის, ინდაურის, ღორის ხორცი, ავოკადო, ისპანახი.

4. მიიღეთ კალიუმით მდიდარი პროდუქტები

კალიუმი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების გამართული ფუნქციონირებისთვის.

კალიუმი აუცილებელია გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ეს მინერალი ხელს უშლის ორგანიზმში სითხის შეკავებას.

მიირთვით გარგარი, ჭარხალი, ბრიუსელის კომბოსტო, ბანანი, ავოკადო, ორაგული, ბროწეული და სხვა პროდუქტები და შეივსეთ კალიუმის მარაგი.

5. ბაბუაწვერას ფოთლების ექსტრაქტი

ბაბუაწვერა სამკურნალო მცენარეა, რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

ბაბუაწვერას ფოთლების ექსტრაქტი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს და ამცირებს შეშუპებას.

6. მოერიდეთ რაფინირებულ ნახშირწყლებს

რაფინირებული ნახშირწყლების მოხმარება იწვევს სისხლში შაქრისა და ინსულინის მატებას.

ინსულინის მაღალი დონე იწვევს თირკმელებში ნატრიუმის შეკავებას, რასაც შედეგად მოჰყვება შეშუპება.

შეზღუდეთ თეთრი შაქრისა და თეთრი ფქვილის მოხმარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!