ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველას ძალიან გსიამოვნებთ თქვენი თეთრი მაისურები, ჭურჭლის ტილოები, პირსახოცები თეთრად ქათქათებდეს. განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს ბავშვის საცვლები.
თუ გსურთ, თეთრი ნივთები გააქათქათოთ, მოაშოროთ ძნელად მოსაშორებელი ყვითელი ლაქები, გამოიყენეთ ბავშვის სარეცხი საპონი და შედეგი გაგაოცებთ. წყალი აადუღეთ, დაამატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ნახევარი კალაპოტი ბავშვის სარეცხი საპონი, მოურიეთ, ჩაყარეთ თეთრი ნივთები და ხარშეთ 40-50 წუთი. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
თეთრი ნივთების გაქათქათება შეგიძლიათ 72%-იანი სარეცხის საპნით. 5 ლ წყალი აადუღეთ. ნახევარი კალაპოტი სარეცხი საპონი გახეხეთ, დაამატეთ ადუღებულ წყალს. მომზადებულ ხსნარში ჩააწყვეთ თეთრი ნივთები და ხარშეთ 1 საათი. პერიოდულად ჩაურიეთ და ნივთები ამოაბრუნეთ ხოლმე.
მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ნახარში გააგრილეთ. ნივთები ამოწურეთ და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
კიდევ რამდენიმე მარტივ რჩევას გაგიზიარებთ. მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ თუ მათეთეთრებელ საშუალებებთან ერთად დოლურაში შეყრით, დაახლოებით, მუჭა საკვებ სოდას. ერთ-ერთი სტატიის კომენტარებში, გამოცდილი დიასახლისი წერდა, რომ მათეთრებლად ასპირინის აბებს იყენებდა. ვცადე, გამოვიყენე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. თეთრი ნივთების გარეცხვის დროს მათეთრებელთან ერთად ვამატებ 7-10 აბ ასპირინს.