ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება ვიტამინები და მინერალები. დაამატეთ კვების რაციონს ნატურალური წვენები, სმუზები და მიაწოდეთ ორგანიზმს სასარგებლო საკვები ნივთიერებები.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სასმლის რეცეპტს. უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტების კომბინაცია აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს წონის კლებას და მრავალი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 1 ცალი
- ვაშლი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
მომზადების წესი:
კარტოფილი და სტაფილო გათალეთ და წვენსაწურის საშუალებით გამოწურეთ წვენი. ვაშლი გაწურეთ კანიანად. სასმელი დალიეთ მომზადებისთანავე.
შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი.
მიღების წესი:
მიიღეთ დღეში 2-ჯერ, საუზმემდე და სადილამდე 1 საათით ადრე. სასურველია, მიიღოთ 17 საათამდე.
ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებულ სასმელს მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის:
- ორგანიზმს აწვდის სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს
- აძლიერებს იმუნიტეტს
- სასარგებლოა ფილტვებისთვის, გულისთვის
- აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას, ხსნის ყაბზობას, წმენდს ორგანიზმს
- აუმჯობესებს მხედველობას
- გაგათავისუფლებთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნისგან
- ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს
- ასწრაფებს მეტაბოლიზმს და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს
სასმელი არის უსაფრთხო, არ აღენიშნება გვერდითი მოვლენები.
მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ 2-3 თვე დაისვენეთ. გისურვებთ ჯანმრთელობა!