ყველა ქალის ოცნებაა ჰქონდეს ლამაზი, გლუვი და აბრეშუმისებრი კანი არასასურველი თმის გარეშე.
სახეზე ჭარბი თმის ზრდას იწვევს:
- ჰორმონალური დისბალანსი;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებები;
არასასურველი თმის მოსაშორებლად უამრავი სხვადასხვა მეთოდი და პროცედურა არსებობს. მოცემული პრობლემის საწინააღმდეგოდ არა ერთი რეცეპტის მოძიება შეგიძლიათ ხალხურ მედიცინაშიც. გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული საშუალებები უსაფრთხოა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ამჯერად, შემოგთავაზებთ ქერის ბაზაზე მომზადებული სკრაბის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქერის ფხვნილი 1 ს. კ.
- ლაიმის წვენი 1 ს. კ.
- რძე 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. ნარევი წაისვით სათანადო ადგილებზე და გაიჩერეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
სკრაბი გამოიყენეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ დღე.