შემოგთავაზებთ ხელნაკეთი სარეცხი ხსნარის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სარეცხი საპონი (წმინდა სახეხზე გახეხილი) 2 ს. კ.
- ცხელი წყალი 150 მლ
- ეთერზეთი (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 5 წვეთი
მომზადების წესი:
სარეცხი საპონი გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაახლოებით, ერთ კილოგრამ ნივთებზე დაგჭირდებათ 2 ს. კ. გახეხილი სარეცხი საპონი, დაასხით ცხელი წყალი და ურევთ საპნის გადნობამდე. შემდეგ შეურიეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთი. სხვადასხვა ზეთს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ეფექტი: მატონიზირებელი, დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული.
მიიღებთ გელს, რომლის საშუალებით შეძლებთ კომერციული სარეცხი ფხვნილის ჩანაცვლებას.
უძველეს რეცეპტის მიხედვით, მომზადებულ ხსნარს კომერციულ ფხვნილებთან შედარებით მრავალი უპირატესობა და მხოლოდ ერთი მინუსი აქვს:
- პირველ რიგში, ნებისმიერ კომერციულ სარეცხ ფხვნილთან შედარებით ბიუჯეტურია;
- ხსნარი აშორებს ყველაზე ძნელად მოსაშორებელ ლაქებს;
- სარეცხი საპონი არ აზიანებს ქსოვილს;
- არის ჰიპოალერგიული და შესაფერისია ახალშობილთა ნაზი კანისთვის.
მხოლოდ ერთი მინუსი აქვს. აუცილებელია თვეში ერთხელ, ცარიელი მანქანა ჩართოთ მაღალ ტემპერატურაზე. ამ გზით შეძლებთ მანქანის საპნის ნარჩენებისგან გაწმენდას.
ხელნაკეთი ხსნარის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი საპნით. მაგალითად, თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გამოიყენეთ სამკურნალო საპონი, მაგრამ მაქსიმალურ შედეგს ვერ მიიღებთ. არ არის რეკომენდებული ფერადი საპნების გამოყენება.