როგორ უნდა იკვებოთ დიაბეტის დროს

0
2019

შაქრიანი დიაბეტის დროს ადამიანებს კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა და მიღებული საკვების რაოდენობისა და ხარისხის გაკონტროლება მოეთხოვებათ. პირველ რიგში, რაციონიდან შაქარი და მასზე დაფუძნებული კერძები უნდა ამოიღოთ.

დღეს დიაბეტის დროს კვების განსაკუთრებულობაზე გიამბობთ.

კვებასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები

  1. აუცილებლად 5-ჯერადი კვება უნდა დაიცვათ – დღეში 5-6-ჯერ მცირე პორციებით იკვებეთ. საკვების მიღება აბების მიღებასთან და ინსულინის ნემსის გაკეთებასთან შეთავსებული უნდა იყოს.
  2. მენიუდან ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები უნდა ამოიღოთ: შაქარი და ყველა ტკბილეული, რომელიც შაქარს შეიცავს.
  3. შეგიძლიათ შაქრის, კერძოდ ფრუქტოზას შემცვლელი გამოიყენოთ.
  4. ჭარბი წონის შემთხვევაში კალორიების რაოდენობა შეამცირეთ.

რომელი პროდუქტების მიღება შეიძლება

პური და ფქვილის ნაწარმი

ნებადართულია ჭვავის ან მთელი მარცვლეულის ფქვილის ნაწარმი,  ასევე ცილოვანი და კვერცხის კერძები. მას შეგიძლიათ ქატო, შროტი და სხვა სასარგებლო კომპონენტები დაუმატოთ.

რძის პროდუქტები

ნებადართულია თითქმის ყველა რძის პროდუქტი – რძე, კეფირი, არაჟანი, ხაჭო და ყველი. უპირატესობა უცხიმო რძის პროდუქტებს და ყველს მიანიჭეთ. კვერცხი სჯობს მოხარშოთ.

ბოსტნეული

კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი მათში არსებული შაქრის და სახამებლის გამო დღეში მაქსიმუმ 150 გრ შეგიძლიათ მიიღოთ. ყველა დანარჩენი ბოსტნეული ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობით – პომიდორი, კიტრი, ყაბაყი, კომბოსტო, გოგრა და ა.შ.

ხილი და კენკრა

სჯობს მჟავე, მოტკბო-მომჟავო ხილი ან კენკრა მიიღოთ. ეს შეიძლება იყოს ვაშლი, ციტრუსი, ქლიავი, მოცხარი, შტოში, ხურტკმელი, ბალი, ალუბალი და მოცვი. ბანანის და მარწყვის მიღება არ შეიძლება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here