10 ნიშანი, რომლებიც მარტოხელა ქალბატონს გასცემს

ადრე თუ გვიან, მარტოობა ნებისმიერ ადამიანს ხვდება წილად. საერთო ჯამში, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ასეთ მომენტებში შეძლებთ საკუთარი ცხოვრების გადაფასებას, პრიორიტეტების განსაზღვრას, სულიერი ჰარმონიის დამყარებას. თუმცა, არსებობს მარტოობის ისეთი საშინელი სახეობაც, რომელიც მხოლოდ ქალისთვისაა დამახასიათებელი. ამ ლამაზი სქესის წარმომადგენლები ამ მომენტს სხვადასხვანაირად განიცდიან: ზოგი საკუთარ თავში ეფლობა, ზოგი სამსახურზე ახდენს კონცენტრირებას, ხოლო სხვები დროს მეგობრებსა და ოჯახს უთმობენ, ცდილობენ, სხვებისთვის საჭირო გახდნენ. თუმცა, ყველა ამ ქალბატონის გარეგნულ ქცევებს აერთიანებთ გარკვეული ნიშნები, რომელთა მიხედვითაც მარტივად ამოიცნობთ, მარტოხელაა თუ არა იგი.

1. მეტისმეტი მიმზიდველობა

ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ შემდეგი ტენდენცია: თუ გოგონას მეორე ნახევარი ჰყავს, იგი ნაკლებად აქცევს ყურადღებას საკუთარ თავს. შეიძლება, მეგობრებთან ერთად გარეთ ჯინსებითა და კედებით გავიდეს, როცა მანამდე აუცილებლად კაბას ჩაიცვამდა, წაისვას მინიმალური მაკიაჟი(ტუში და პომადა), როცა მანამდე მთელ კოსმეტიკას იყენებდა. აი, მარტოხელა ქალბატონი კი ყოველთვის ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან გამოვიდა სილამაზის სალონიდან. ლამაზი ვარცხნილობა, მკვეთრი მაკიაჟი, მოდური ტანსაცმელი, მიმზიდველი მზერა საწინააღმდეგო სქესის მიმართ. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ქალი ჩასაცმელად ირჩევს მოკლე კაბას, მაღალ ქუსლებსა და ღრმა დეკოლტეს. ასეთი თვალსაშინო სილამაზე და სექსუალობა პირველი ნიშანია იმისა, რომ ქალი აქტიური ძებნის რეჟიმშია.

2. მზერა და სახის გამომეტყველება

თუ გაიცანით გოგონა, რომელიც მზერით თქვენს შეფასებას ცდილობს, გილოცავთ – 90%-ია იმის შანსი, რომ იგი მარტოხელაა და ახლა უშუალო კანდიდატობისთვის გათვალიერებთ. მზერა ერთადერთი არაა, რაც მარტოხელას გასცემს. ჩვეულებრივ, ქალბატონი იჭმუხნება შეყვარებული წყვილის დანახვის დროს, ან სულაც მოწყენილი ხდება. ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგები გირჩევენ, ნუ დაკარგავთ დრო მხედველობის არეში მყოფ ყველა მამაკაცზე შთაბეჭდილების მოსახდენად. კონცენტრირდით ერთ მამაკაცზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ.

3. წვეულებების სიყვარული

სად იპოვით თავისუფალ ადამიანს, თუ არა წვეულებაზე, სადაც ბევრი ხმაური, ალკოჰოლი და ახალგაზრდობაა? სწორედ ამიტომ, მარტოხელა გოგონები ღამის კლუბების ხშირი სტუმრები არიან. ისინი იმედოვნებენ იქ კარგი ბიჭის გაცონობას, რომელთანაც სწრაფად დაამყარებს ურთიერთობას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასეთი საქციელს კიდევ ერთი ხანმოკლე რომანი აგვირგვინებს, რომლიც გამოც ქალი უფრო ღრმად ვარდება დეპრესიაში.

4. ქცევა ქსელში

ასევე, მარტოხელა გოგონების ამოცნობა შესაძლებელია ნიკის, ფოტოსა და ურთიერთობის მანერის მიხედვით, სოციალურ ქსელში. ხშირად, ისინი ირქვამენ არაერთმნიშვნელოვან სახელებს, რომლებსაც სექსუალური ქვეკონტექსტი აქვს. გარდა ამისა, მარტოხელები დიდი სიამოვნებით პასუხობენ მესიჯებსა და კომენტარებს მამაკაცებისგან, სრულად უგულებელყოფს სხვა გოგონებისგან მოსულ შეტყობინებებს.

5. შოპოჰოლიზმი

შოპინგი – ეს ისაა, რასაც ქალი დეპრესიიდან გამოჰყავს, ამაღლებს განწყობასა და თავდაჯერებულობას. გოგონები ნამდვილ სიამოვნებას იღებენ მაღაზიაში სიარულის, კაბებისა და ფეხსაცმელების მოზომვის, ახლობლებისთვის საჩუქრებისა და სახლისთვის წვრილმანების შერჩევის დროს. თუმცა, მხოლოდ ქალბატონები, რომლებიც აქტიური ძებნის რეჟიმში არიან, შოპინგს ნამდვილ ჰობიდ აქცევენ და დადიან სავაჭრო ცენტრებში ისე, თითქოს სამსახურიაო.

6. სერიალებისა და ტელეშოუების სიყვარული

სერიალების ფანატები არამხოლოდ დიასახლისები, არამედ მარტოხელებიც არიან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვათ, რომ სხვადასხვა საპნის ოპერასა და შოუ-პროგრამას ყველა უყურებს, ამიტომ არ შეიძლება ამ ფაქტით განსჯა. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობა ირჩევს 3-4 საყვარელ პროგრამას, რომლებსაც თავისუფალ დროს უყურებენ, აი მარტოხელები კი იდეალურად ირგებენ თითქმის ყველა პოპულარულ პროგრამას და ყურადღებას უმნიშვნელო დეტალებსაც უთმობს.

7. ბრძოლა ყურადღებისთვის

თუ თვლით, რომ მარტოობის მთავარი ნიშანი გამომწვევი გარეგნობაა, ცდებით. არსებობს კიდევ უამრავი, ნაკლებად თვალსაჩინო ნიშანი, მაგალითად, ყურადღების ცენტრში ყოფნის წყურვილი. თუ ქალი ხმამაღლა იცინის, გამოხატავს სიხარულს ხმამაღლა ან იქცევა მისთვის შეუფერებლად – ესე იგი, უბრალოდ მამაკაცების ყურადღების მიქცევასა და მაქსიმალურად მეტი მზერის მიპყრობას ცდილობს.

8. დაქალებთან მამაკაცების დაცინვა

მარტოხელა ქალები, ხშირად, დაქალებთან მამაკაცებს დასცინიან და უარს ეუბნებიან მათი პრობლემების გადაწყვეტაში დახმარებაზე. თავს კი იმით იმართლებენ, რომ თვითონ არიან დამნაშავენი მსგავს სიტუაციაში აღმოჩენისა და ქმართან კამათის გამო. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტიც: მარტოხელა ქალი სიბრალულს გამოხატავს გათხოვილის მიმართ და ამბობს, რომ ახლა იგი თავისუფლებას დაკარგავს და ყოველდღიური პორობლემებით დაითრგუნება. ამრიგად, მარტოხელა ქალები ცდილობენ იმის გამოხატვას, თუ რამდენად მოსწონთ მათ თავისუფლება, რეალურად კი მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ოჯახი და საყვარელი მამაკაცი ძალიან სჭირდებათ.

9. მეტისმეტად მეგობრულობა

მარტოხელა ქალის მთავარი მიზანია – რაც შეიძლება მეტ მამაკაცს მოეწონოს. სწორედ ამიტომ, იგი ყოველთვის თავაზიანი, მეგობრული, კეთილი იქნება, ცდილობს დახმარება კი არ შესთავაზოს, არამედ ძალით მოახვიოს თავს. მოგვიანებით კი გამოჩნდება – შესაძლოა, რომელიღაც მამაკაცს, რომლისთვისაც ქალბატონი ნამდვილ საყრდენად იქცა, უფრო მეტი მოუნდა. ამიტომ, მარტოხელა გოგონას ასეთი საქციელი მის ურთიერთობის სტატუსზე მეტყველებს.

10. აუჩქარებლობა

თუ დაქორწინებულ ქალბატონს ბევრი საზრუნავი და ვალდებულება აქვს, მარტოხელებს, პირიქით, არსად ეჩქარებათ. დროთა განმავლობაში, მარტოობა გარკვეულ დაღს ასვამს მისი ცხოვრების წესს. შესაძლოა, საათობით ისეირნოს პარკში, დიდხანს იჯდეს კაფეში, დააკვირდეს ბედნიერ წყვილებს და მათ საუბარს უსმინოს. ქალი იმედოვნებს, რომ ერთ-ერთ ასეთ საღამოს, ისიც შეხვდება მეორე ნახევარს.