ყველა ადამიანს ბინაში კონდიციონერის დაყენების და გამოყენების ფუფუნება მისი ღირებულებიდან გამომდინარე არ აქვს. ადამიანები სიცხესთან გამკლავებას სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ცდილობთ, ზოგიერთი შეცდომას წარმოადგენ. დღეს გიამბობთ, როგორ გადაიტანოთ ცხელი ამინდები და რომელი შეცდომები არ უნდა დაუსვათ, რომ უკუ შედეგი არ მიიღოთ და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
1. მზიან მცხუნვარე ამინდში ფანჯრების გაღება ცუდი იდეაა
ცხელ სეზონზე ფანჯრები და აივნის კარი საღამოს უნდა გააღოთ, როცა სიცხე მცირდება. დილით ფანჯრები უნდა დახუროთ და ფარდა ჩამოაფაროთ, რომ ცხელი ჰაერი არ შემოვიდეს. განსაკუთრებით ეს სამხრეთ ნაწილში მდებარე ფანჯარას ეხება. თუ ბინაში თუნდაც ერთი ფანჯარა მუდმივად ჩრდილშია (მაგალითად, ბინა 1-2 სართულზე იმყოფება, ფანჯარას ხე ჩრდილავს), სწორედ ის შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში გააღოთ. თუ გაღებული გექნებათ ფანჯარა, რომელსაც მთელი დღე მზე აცხუნებს, შენობაში ისეთივე სიცხე იქნება, როგორც ქუჩაში.
2. ცივმა წყალმა შეიძლება ანგინა გამოიწვიოს
ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სიცხეში ცივი წყალი საუკეთესო იდეაა. ხშირად ყინულს სპეციალურად ამზადებენ. სიცხეში ყინულიანი წყლის დალევა საკმაოდ სახიფათოა, რადგან ამან შეიძლება ანგინა გამოიწვიოს. ძლიერი სიცხის დროს ორგანიზმი დასუსტებულია, შესაბამისად, იმუნიტეტი უფრო დაბალია, ვიდრე კომფორტული ტემპერატურის დროს. ეს კი მიკრობების გასავრცელებლად შესანიშნავი გარემოა. ხშირად არა, მაგრამ ყინულიანი წყლის დალევით სწრაფად განვითარებული ანგინის შემთხვევები დაფიქსირებულია. ეს მოვლენა, როგორც წესი, კანკალით და მთელი სხეულის შეცივებით იწყება.
სწორედ ამიტომ, თუ ცივი წყლის გარეშე არ შეგიძლიათ ასე მოიქეცით. საღამოს საყინულეში წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი შედგით. დილით ადრე გამოიღეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. წყლის გალღობის მიხედვით, შეგიძლიათ რამდენიმე ყლუპი დალიოთ. დღის განმავლობაში სასარგებლო წყალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის გარეშე დალეული იქნება.
3. საუკეთესო არჩევანი ცხელ ამინდში – ცხელი მწვანე ჩაი
ყურადღება მიაქციეთ თუ არა იმ ფაქტს, რომ ცხელ ქვეყნებში, სადაც ცივილიზაციას ბოლომდე არ მიუღწევია, ადამიანები კარავებში ცხოვრობენ, სხეული თავიდან ბოლომდე დაფარული აქვთ და ჩაის სვამენ. ცხელი მწვანე ჩაი სისხლძარღვებს აფართოებს, ასე არტერიული წნევა მცირდება და ოფლდენა ძლიერდება. ორგანიზმი სწრაფად გრილდება და სხეული მეტად აღარ ოფლიანობს. გრილი წყალი შინაგანი ორგანოების სწრაფ გაგრილებას იწვევს, ორგანიზმის დამცავი მექანიზმი სხეულის ტემპერატურის აწევის ბრძანებას იძლევა. შედეგი: სისხლძარღვები ვიწროვდება და წნევა იზრდება. ჭარბი ოფლი ცივი სასმელის მიღების შემდეგ კიდევ დიდი ხნის შემდეგ მოდის. განსაკუთრებით მაშინ, თუ ცვი გაზიან წყალსა და ბურახს დალევთ. შიგნით სიგრილეა, ხოლო ცხელი სისხლი მთელ ორგანიზმი მოძრაობს.
4. ვენტილიატორი ისე უნდა დააყენოთ, რომ ჰაერის ცივი ნაკადი ადამიანს პირდაპირ სახეში არ ხვდებოდეს
ვენტილიატორი მარტივი და ხელმისაწვდომი მოწყობილობაა, რომელიც ჰაერის გადახურებისგან დაგეხმარებათ. მისი დახმარებით ცხელი ამინდის გადატანა მარტივი ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია მოწყობილობა ისე მოათავსოთ, რომ ადამიანს პირდაპირ სახეში არ უბერავდეს.
ვენტილიატორი ძალიან ეშმაკური მოწყობილობაა. მისი ორპირი ქარისგან შეიძლება იგრძნოთ კუნთების ძლიერი ტკივილი – კუნთოვანი ქსოვილის ანთება, რომელიც ტემპერატურის სხვაობით იქმნება. ღია ფანჯარასთან წოლის მოყვარულები ხშირად ჩივიან, რომ გაღვიძებისას „არსაიდან მოსული“ კისრის, ზურგის და წელის ტკიილი აწუხებთ. ეს ორპირი ქარის შედეგია. სწორედ ამიტომ, ვენტილიატორი პირდაპირ ადამიანზე მიმართული არ უნდა იყოს. ასევე მოსალოდნელია თვალის ანთება, სურდო და ანგინა.
5. სიცხეში სწორად შერჩეული თხევადი მენიუ ჯანმრთელობას დაიცავს
ცხელ ამინდში ადამიანს ჭარბი ოფლიანობა აწუხებს. ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ტენი და დიდი რაოდენობით მიკროელემენტები გამოდის. სწორედ ამიტომ, საკვები რაციონი ბოსტნეულის და ხილის წვენებით, ბალახების (პიტნის) ნაყენებით უნდა გაამრავალფეროვნოთ. წყალი, რომელსაც სვამთ, სჯობს ლიმონის წვენით მჟავე გახადოთ. გაუსაძლის სიცხეში ოდნავ მარილიანი წყალი დალიეთ. მარილი ორგანიზმში სითხის შეკავებას ხელს შეუწყობს. არ გადააჭაროთ: სახე და კიდურები შეიძლება შეგიშუპდეთ.
6. თუ ცივი შხაპის მიღება არ შეგიძლიათ, ყურები ძალიან ცივი წყლით დაისველეთ
მაღალ განვითარებულ ქვეყნებში ნებისმიერ შენობას, სადაც ადამიანები მუშაობენ, საკმაოდ კომფორტული საშხაპე კაბინები აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ასეთი რამ იშვიათად გვხვდება, თუმცა ცივი წყლის ონკანი ნამდვილად ყველგანაა. შესანიშნავი ხრიკი არსებობს. მცხუნვარე ამინდში სახის ცივი წყლით დაბანა პანაცეას არ წარმოადგენს (ამასთან, ბევრი ქალი ამას არ გააკეთებს, რომ მაკიაჟი არ მოშორდეთ). უბრალოდ მაქსიმალურად ცივი წყლით ყურები დაისველეთ. კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც სიცხეში ჩვენი გადარჩენა შეუძლია – მაჯაა. ასე რომ, ყურები და მაჯები ცივი წყლით დაისველეთ.
მნიშვნელოვანია! აქ მთავარი ტემპერატურის კონტრასტია: თუ „ლურჯ ონკანში“ ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურის წყალი მოდის, ნამდვილად ცივი წყალი მოძებნეთ.
7. ჰაერის დამატენიანებლის ნაცვლად…გასაშრობი თეთრეული!
კონდიციონერი და ჰაერის დამატენიანებელი ყველას არ აქვს. სამაგიეროდ, ტანსაცმლის რეცხვა ბინაში იშვიათობას არ წარმოადგენს. როცა ძლიერი სიცხე იქნება, თქვენი ახალ გარეცხილი ტანსაცმელი იმ ოთახში გააშრეთ, სადაც ისვენებთ ან მუშაობთ. თქვენ სარეცხი ფხვნილის ან კონდიციონერის სასიამოვნო სუნით ისიამოვნებთ. მეორე მხრივ, ჰაერი რაღაც დროით დატენიანდება და ოთახში ზაფხულის ნაცვლად გაზაფხული მოვა.
8. წყლით სავსე ჭურჭელი მდგომარეობას შეამსუბუქებს
რჩევა ჩვენი ბებიებისგან. საცხოვრებელ ბინაში ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს ტაშტი ცივი წყლით აავსეთ და თქვენს გვერდით დადგით. ის ჰაერს ატენიანებს და ცოტა სიცივეს გამოსცემს. ასეთი მეთოდი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ვენტილიატორი, რომელიც ადამიანს პირდაპირ სახეში უბერავს.
და ბოლოს, რჩევები წლის ყველაზე ცხელ სეზონზე მოქცევის წესები:
- უპირატესობა ღია ფერის, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელს მიანიჭეთ
- საკუთარი თავი ტკბილეულით რომ გაანებივროთ, ხილი მიირთვით. შაქრის შემცველი ხილიც შეიძლება, მაგრამ არა ნამცხვარი.
- ბოსტნეული და ხორცი მოხარშეთ, ან ღუმელში გამოაცხვეთ, მაგრამ არ შეწვათ (შებოლილი, დამარინადებული და დაკონსერვებული პროდუქტები დაივიწყეთ).
- თუ სიცხეში თავს ძალიან ცუდად გრძნობთ (თავბრუს ხვევა, წნევის ცვლილება, თვალების დაბინდვა და ა.შ. პრობლემები გაწუხებთ) 11:00-დან 17:00-მდე შენობიდან არ გახვიდეთ.
- მზის აბაზანები მხოლოდ დილით ან 4 საათის შემდეგ მიიღეთ
- ცხელ ამინდში მინიმუმი კოსმეტიკა გამოიყენეთ
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.