რა მოუვა თქვენს ორგანიზმს დღეში 2 ბანანის ჭამის შემთხვევაში

ჯანსაღი საჭმელები ყოველთვის გემრიელი არ არის, თუმცა ეს ბანანს არ ეხება. სწორედ ამიტომაა ორმაგად სასიამოვნო იმის გაგება, რომ ბანანის ჭამა არამარტო მისი გემოთი გასიამოვნებთ, არამედ იგი უამრავ დადებით ეფექტსაც იქონიებს თქვენს ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ფაქტებს იმის შესახებ, თუ რა სარგებლობას მოგიტანთ დღეში ორი ბანანის ჭამა:

არტერიების წნევა ნორმალურ დონეს დაუბრუნდება

ბანანები მაღალი სისხლის წნევას ამცირებენ, რადგან ისინი დაახლოებით 420მგ პოტასიუმს შეიცავენ.

ზედმეტი წონის გაქრობა

ბანანა მდიდარია ფაიბერით, რაც თქვენ უფრო მეტი საჭმელის მირთმევის სურვილს გიქრობთ. იგი ასევე თქვენს სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და ინსულინის მიმართ სენსიტიურობას ზრდის. როდესაც ორგანიზმის უჯრედები სენსიტიურები არ არიან ინსულინის მიმართ, ისინი არ შეიწოვენ გლუკოზას და ამის გამო პანკრეასი მის ზედმეტ წარმოებას იწყებს. ორგანიზმის მიერ ცხიმის დაგროვება ინსულინის არსებობაზეა დამოკიდებული.

ანემიის რისკი იკლებს

ანემია სიფერმკრთალეს, დაღლილობას და სუნთქვის პრობლემებს იწვევს. ეს სისხლში წითელი უჯრედების შემცირების და ჰემოგლობინის დონის შემცირებითაა გამოწვეული. ბანანები დიდი ოდენობით რკინას შეიცავენ, რაც აუმჯობესებს წითელი სისხლის უჯრედების წარმოქმნას. ბანანები ასევე B6 ვიტამინს შეიცავენ, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს.

მომნელებელი სისტემების გაუმჯობესება

ბანანა მარტივად მუშავდება და გადამამუშავებელ ნაწლავებს ზედმეტად არ აღიზიანებს. მასში არსებული სახამებელი არ მუშავდება და ხვდება დიდ ნაწლავში, სადაც იგი ბაქტერიების ეფექტურად გადამუშავების გამომწვევ მიზეზად იქცევა. ბანანების ჭამა ასევე დიარეის დროს დაკარგული მინერალების აღდგენაშიც გეხმარებათ.

სტრესის დონის შემცირება

ბანანები ტრიპტოფანს შეიცავენ, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გადასამუშავებლად. სწორედ ამიტომ ბანანები ხასიათს აუმჯობესებენ.

ვიტამინის დეფიციტის შემცირება

ბანანები დიდი ოდენობით B6 ვიტამინს შეიცავენ, საშუალოდ ერთი ბანანა დღიური ნორმის 20% B6 ვიტამინს შეიცავს. ეს თქვენს ორგანიზმს ინსულინის, ჰემოგლობინის და ამინომჟავების წარმოქმნაში ეხმარება, რაც ჯანსაღი უჯრედების შექმნას უწყობს ხელს. C ვიტამინის წყაროდ როგორც წესი ფორთოხალი და მარწყვი ითვლება, მაგრამ ბანანი დღიური ნორმის 15% C ვიტამინს შეიცავს. იგი გეხმარებათ სისხლის ვენების სიჯანსაღის შენარჩუნებაში და უფრო მეტი კოლაგენის წარმოქმნაში.

ენერგიის დონის გაზრდა

ბანანაში არსებულ პოტასიუმი თქვენს კუნთებს შეშუპებისგან იცავს, თანაც მისი ნახშირწყლები საკმარის ენერგიას გაძლევენ რთული ვარჯიშისთვისაც კი.