გთავაზობთ საკმაოდ მარტივ ვარჯიშებს, რომლებიც ტვინის განვითარებასა და მისი ფუნქციური შესაძლებლობის გაზრდაში დაგეხმარებათ. ვარჯიში ორივე ხელის თითებით სრულდება და ამიტომ მას „თითების“ ვარჯიშს უწოდებენ.
ვარჯიში „თითები“:
- მეხსიერებას აუმჯობესებს;
- ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობას ავითარებს;
- აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და რეაქციის სიჩქარეს ზრდის;
- თავის ტვინის ქერქში ახალი ნერვული კავშირების შექმნას ხელს უწყობს;
ამ ვარჯიშების დახმარებით თქვენს ეფექტურობას და პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გაზრდით.
გარდა ამისა, ვარჯიშს ზოგადი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს, რადგან თითის წვერებზე არსებულ ბიოაქტიურ წერტილებზე მოქმედებს. თავისი არსით, კიდევ ერთი წერტილოვანი მასაჟი, აკუპრესურაა.
საბრძოლო ხელოვნებაში ამ ვარჯიშის კიდევ ერთი ღირებული ეფექტი შეამჩნიეს. თითების ვარჯიშის შესრულების დროს თითები ძლიერდება და მყესები ვითარდება.
ვარჯიში სჯობს დილით დილის ვარჯიშების ან მედიტაციის დასრულების შემდეგ შეასრულეთ.
თითების ვარჯიშის ეფექტს ყოველდღიური პრაქტიკის შემთხვევაში 3 თვის შემდეგ დაინახავთ.
ვარჯიში № 1
საწყისი მდგომარეობა: ხელები თქვენს წინ, თითები ზემოთ მიმართული და მაქსიმალურად გასწორებული. თითოეულ ხელზე საჩვენებელი თითი ცერა თითს შეუერთეთ, ასე ok ჯესტის ფორმას მიიღებთ.
ახლა ერთდროულად და თანმიმდევრულად ორივე ხელის ცერა თითით სხვა თითებზე ძლიერი ზეწოლა მოახდინეთ – საშუალო, არათითი, ნეკა. ნეკა თითის შემდეგ კვლავ საჩვენებელ თითს დაუბრუნდით. თითები, რომლებიც დაჭერაში მონაწილეობას არ იღებენ, მაქსიმალურად გამართეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
წინ-უკან მინიმუმ 3 წრე გააკეთეთ.
ვარჯიში № 2
ეს პირველი ვარჯიშის მცირე სახეცვლილებას წარმოადგენს. მისი შესრულება ბევრად უფრო რთულია, რადგან ვარჯიშის შესრულებას თავის ტვინის ნახევარსფეროსთან შეთანხმება სჭირდება.
საწყისი პოზა: ერთ ხელზე ცერა თითი საჩვენებელ თითს დაუკავშირეთ, მეორეზე კი ნეკა თითს.
ახლა ორივე ხელზე ერთდროულად და თანმიმდევრობით თითებზე ძლიერი დაჭერა დაიწყეთ. ხელებზე სხვადასხვა მოძრაობის შესრულება მოგიწევთ. ერთ ხელზე საჩვენებელი თითიდან ნეკა თითამდე, მეორეზე კი ნეკა თითიდან საჩვენებელ თითამდე.
ვარჯიში 3-ჯერ შეასრულეთ.
ვარჯიში № 3
მარჯვენა ხელის ცერა თითი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს, ამავდროულად მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მარცხენა ხელის ცერა თითს დაადეთ. ახლა ის თითები, რომლებიც ქვემოთ არის, გაშალეთ, ზემოთ ასწიეთ და კვლავ შეაერთეთ. წრე ასე გააგრძელეთ.
სუპერ სავარჯიშო ტვინის გასავითარებლად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
ვარჯიში № 4
ეს მე-3 სავარჯიშოს მცირე სახეცვლილებას წარმოადგენს. ახლა მარჯვენა ხელის ცერა თითი მარცხენა ხელის არა მხოლოდ საჩვენებელ თითს, არამედ თანმიმდერობით სხვა თითებსაც დააჭირეთ. ხოლო მარცხენა ხელის ცერა თითი მხოლოდ მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითთან შეაერთეთ.
სამჯერ შეასრულეთ. ამის შემდეგ ხელების როლები შეცვალეთ. ახლა მარცხენა ხელის ცერა თითი რიგის მიხედვით მარჯვენა ხელის ყველა თითს დააჭირეთ.
ამ ვარჯიშების შესრულების შემდეგ კიდევ ერთი ეფექტური ვარჯიშის შესრულებას გირჩევთ.
2 საკმაოდ გრძელი ჩხირი აიღეთ.
ერთი ჩხირი აიღეთ და საჩვენებელ თითზე ან ხელისგულის ცენტრში დაიდეთ, მეორე ხელი ზემოდან დაადეთ და სცადეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩხირის ბალანსი დაიცვათ. ჩვეულებრივ, ამის შესრულება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
ახლა მეორე ჩხირი აიღეთ და მეორე ხელზე დაიდეთ. სცადეთ ორივე ჩხირის წონასწარობა დაიცვათ!
მარტივი არაა? ივარჯიშეთ, თქვენ წონასწორობის დაცვა მინიმუმ 1 წუთით მაინც უნდა შეძლოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.