წონაში დაკლების 3 ხერხი შიმშილობის და ვარჯიშის გარეშე

ყველას გვსურს, რომ ზედმეტი წონა თავისით მოგვშორდეს, თუმცა ეს ხშირად შეუძლებელია. საბედნიეროდ არსებობს რამდენიმე ალტერნატიული ხერხი, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს შიმშილისა და სავარჯიშო დარბაზში წასვლის გარეშე დაგაკლებინებთ:

სუნთქვა

სუნთქვის ტექნიკის მთავარი ასპექტი ისაა, რომ თქვენ უნდა შეისუნთქოთ და გამოისუნთქოთ მუცლით და არა მკერდით. წვრილი წელი, გამოკვეთილი მუცელი და ძლიერი მუცლის კუნთები – ყველაფერი შესაძლებელია, თუკი სუნთქვის ვარჯიშებს სწორად შეასრულებთ.

კონტრასტული შხაპი

ეს მეთოდი ძალიან მარტივია და ხშირად სხვა პროცედურებთან ერთად გამოიყენება. შხაპის მიღების დასრულებისას გააცივეთ და გააცხელეთ წყალი. ასეთი კონტრასტული შხაპები არამარტო ზედმეტი წონების მოშორებაში დაგეხმარებათ, არამედ ასევე ისეთი დაავადებების რისკს შეამცირებს, როგორიცაა არითმია, ჰიპერტენზია და ცელულიტი.

მასაჟი

ცხიმთან საბრძოლველად საუკეთესო ვარიანტი cupping მასაჟია, რომლის დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალი და თაფლი. ამ მეთოდის გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თქვენი მუცლის წინა ნაწილში და აბალანსებს ნაწლავების მუშაობის პროცესებს. ასეთი პროცედურების ჩატარება შესაძლებელია როგორც თქვენს სახლში, ისე სპეციალურ სალონებშიც. მთავარია ასეთი მასაჟები გაიკეთოთ სისტემატიურად.