9 პროდუქტი, რომლის ჭამაზეც ტყუილად ვამბობთ უარს

0
1195

ზოგჯერ ჩვენს თავს ბევრ რამეზე ვეუბნებით უარს მაშინ, როდესაც იდეალური სხეულის ფორმების ქონა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა გვსურს. თუმცა, საჭმელების უმრავლესობა არცისე საზიანოა ჩვენთვის, როგორც ეს ჩვენ გვგონია. ამიტომ წარმოგიდგენთ 9 საჭმელს, რომელზეც ყველაზე არასწორი წარმოდგენა აქვს:

კარტოფილი ფრი

დიეტოლოგებმა ეს დიდი ხნის წინ შერაცხეს არაჯანსაღ საჭმელად, თუმცა უკვე დიდი ხანია რაც მას არაფერი საზიანო არ გამოუწვევია. რეალურად კარტოფილის მცირე დოზებით მიღება სასარგებლოც კია, რადგან იგი B ვიტამინს, იოდინს, ცოტაოდენ C ვიტამინს და სხვა სასარგებლო მინერალებსაც შეიცავს, რისი დახმარებითაც ჩვენს იმუნიტეტს აძლიერებს.

ნაყინი

რძეში არსებული კალციუმი ცხიმის დაწვაში გვეხმარება, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულებისთვის. რძის ნაყინი ასევე შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს. საუკეთესო შედეგის მისაღებად სახლში მომზადებული ნაყინის ჭამა ყველაფერს სჯობს.

პოპკორნი

პოპკორნი აბალანსებს სისხლში შაქრის რაოდენობას და ინსულინის გადამუშავებას უწყობს ხელს. იგი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

შოკოლადი

შოკოლადის მიერ კანის პრობლემების გამოწვევა მხოლოდ ჭორია. ნამდვილი შოკოლადი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის სიმკვრივესა და სინაზეს გვინარჩუნებს. ასევე ერთ ფილა შოკოლად ერთი ჭიქა ყავის ჩანაცვლება შეუძლია.

მაიონეზი

ბევრი ექიმი გვირჩევს კვირაში ორჯერ მაიონეზით მომზადებული სალათის ჭამას, რადგან იგი სასარგებლო ბოსტნეულის ზეთებს შეიცავს. ამით იგი ამცირებს გულის დაავადებების რისკს. მაიონეზი ასევე შეიცავს E და F ვიტამინებს, რაც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ასეთი სასარგებლო თვისებებით სახლში დამზადებული მაიონეზი გამოირჩევა.

ლუდი

ლუდი ყველაზე მეტ სასარგებლო მჟავას შეიცავს, რითიც გვიცავს თირკმლების კენჭებისგან. იგი ასევე C ვიტამინის და მჟავების დახმარებით გვიძლიერებს იმუნიტეტს, რის გამოც მათი კვირაში ერთხელ დალევა სასარგებლოა.

პასტა

პასტა შეიცავს სახამებელს, B ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს, რომელიც უჯრედების დაბერების პროცესს ანელებენ.

შაქარი

მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ ადამიანებს შაქრის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ამასთანავე შაქარი სასარგებლოდ არეგულირებს ღვიძლის აქტივობებს.

ძლიერი ალკოჰოლი

მცირე დოზებით მიღებული ძლიერი ალკოჰოლური სასმელები, როგორიცაა მაგალითად კონიაკი, შეიძლება სასარგებლოც კი იყოს. ისინი ამცირებენ თავის ტკივილებს, აუმჯობესებენ მონელების პროცესებს და ადაბლებენ ქოლესტეროლის დონეს. ალკოჰოლი სამკურნალო პროდუქტი შეიძლება იყოს გრიპის დროსაც კი, რადგან ერთ ჭიქას შეუძლია სტრესის განკურნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here