ADHD-ის 5 სიმპტომი, რომელიც საიდუმლოდ გინადგურებთ ცხოვრებას

0
688

ხალხი ხშირად ვერც კი აცნობიერებს იმას, რომ ADHD აქვთ და მის სიმპტომებს ხასიათის ნაწილად თვლიან. თუმცა, მას ყოველდღიურობაში სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ნახეთ როგორ შეიძლება ამ სინდრომის სიმპტომების ამოცნობა:

კონცენტრაციის პრობლემები

ADHD-ით დაავადებული ადამიანები ორგანიზების პრობლემებითა და დეტალების დავიწყებით გამოირჩევიან, თუმცა მათ ასეთი სიმპტომები აწუხებთ ყველაზე ხშირად:

– ვერ ფოკუსირდებით დეტალებზე და უშვებთ სულელურ შეცდომებს სამსახურში
– ყურადღება მუდმივად გადაგაქვთ სხვადასხვა რამეზე მონოტონური ლექციების ან საუბრის დროს
– მოკლე გასაუბრების დროსაც კი ფიქრებით სხვა თემაზე გადადიხართ
– გაუცნობიერებლად არიდებთ თავს კონცენტრაციისა და ინტელექტის საჭიროების მქონე დავალებებს
– მუდმივად გეკარგებათ ისეთი პატარა ნივთები, როგორიცაა ხელთათმანები, ქოლგა და ა.შ

დროის მენეჯმენტის პრობლემები

პრიორიტეტების დალაგება და დროის მენეჯმენტი ხშირი ჯოჯოხეთია ADHD-ით დაავადებული ზრდასრულებისთვის. ამის ყველაზე ხშირი ნიშნებია:

– დროის მენეჯმენტის პრობლემები სამსახურში
– დანიშნული შეხვედრების და დაპირებული საკითხების დავიწყება
– ხშირი დაგვიანება კონკრეტული მიზეზის გარეშე

მოუსვენრობა

ჰიპერაქტიულობა უფრო იშვიათია მოზარდებში ბავშვებთან შედარებით, თუმცა სიმპტომების ნაკლებობა იმას არ ნიშნავს, რომ ADHD არ გაქვთ. ასეთ დროს მსგავსი ნიშნები ვლინდება:

– არ შეგიძლიათ ერთ ადგილას დიდი ხნით მშვიდად ჯდომა, ყოველთვის მოძრაობთ და ფეხებს აკაკუნებთ
– მოთმინებით დალოდება გიჭირთ
– არ შეგიძლიათ ჩუმად წიგნის წაკითხვა ან იმის კეთება, რაც კონცენტრაციას მოითხოვს

გადაჭარბებული ლაპარაკი

ბავშვებისგან განსხვავებით ზრდასრულ ადამიანებში ჰიპერაქტიურობა გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და არა ფიზიკურ აქტივობაზე. ამის ნიშნებია:

– გადაჭარბებული ლაპარაკი იმის მიუხედავად, სურს თუ არა თქვენს პარტნიორს საუბარი
– მოუთმენლობა და მოცდის უნარის არქონა. ეს ვლინდება მაშინ, როდესაც ვერ ითმენთ იქამდე, სანამ სხვა ადამიანი საუბარს დაასრულებს და ამიტომ ხშირად აწყვეტინებთ მას ლაპარაკს ან პასუხობთ კითხვებზე ნაადრევად

პირადი სივრცის დარღვევა

ADHD-ის მქონე ადამიანების უმრავლესობას ქცევის პრობლემები აწუხებს: ისინი ხშირად აიგნორებენ სოციალურ რეგულაციებს, ანხორციელებენ ნაადრევ მოქმედებებს ან ამბობენ მოულოდნელ ან შეუფერებელ ფრაზებს. ამ კატეგორიის ტიპიური სიმპტომებია:

სხვისი პირადი სივრცის დარღვევა, მაგალითად სხვების საუბარში ან აქტივობაში ჩარევა. ასეთი ადამიანები იქცევიან უტაქტოთ საუბრის დროს, ხშირად სვავენ არაკომფორტულ შეკითხვებს ან ამბობენ სპონტანურ აზრებს ხმამაღლა, რასაც შემდეგ ნანობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here