რატომ არ უნდა გადააგდოთ მილის ნარჩენები

პოლივინქლორიდის მილები თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ელეგანტური ელექტროობით და მობილური კავშირით შემოვიდა: ნებისმიერი სანტექნიკოსი გეტყვით – ეს შეუცვლელი ნივთია სახლში! და მართალი იქნება, რადგან სხვადასხვა ზომის ლამაზი მილები თითქმის ნებისმიერ საყოფაცხოვრებო სიტუაციაში გამოიყენება, თუმცა, ძირითადად, ძველი მილდგარის ჩასანაცვლებლად არის შექმნილი.

მადლიერი კაცობრიობა პოლივინილქლორიდს პატივს თავისებურად აგებს, ხოლო ენთუზიაზმის ყველაზე დიდი ტალღა სწორედ მილებისგან დამზადებულ ხელნაკეთზე მოდის. მერწმუნეთ, უკვე მთელი სახელმძღვანელო არსებობს, თუ სად და რისი გაკეთება შეიძლება.

რედაქცია სიამოვნებით უერთდება გამომგონებლების რიგებს, რომელთაც კონსტრუქციული ნაპერწკალი არ აკლიათ და საკუთარ ოდას მღერიან საკანალიზაციო მილებიდან, რომლებიც თითქმის ნებისმიერ სააბაზანოში რთულ სამსახურს ასრულებენ.

ხელნაკეთი ნივთები მილის ნარჩენებიდან

გარდა იმისა, რომ მილები გამძლე და ძლიერია, კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება აქვს – აბსოლუტური მოქნილობა სხვადასხვა მიმართულებით წყლის მიწოდებისა და გადინებისთვის. გამჭრიახი ინჟინრების თავში ჩნდება კითხვა: „რა მოხდება, თუ ასე გავაკეთებ?“ გაირკვა, რომ პოლივინქლორიდის მილები თანამშრომლობაზე შესანიშნავად რეაგირებს. მოდით, ერთად გავოცდეთ.

1. ფეხსაცმლის თარო

ვინ იფიქრებდა, რომ წყლის მილები ფეხსაცმლის თაროდ გამოგვადგებოდა? შეგიძლიათ პორტატული ან სტაციონარული თარო ააწყოთ. ამისთვის რემონტის შემდეგ დარჩენილი რამდენიმე გადანაჭერი და ფიტინგი დაგჭირდებათ.

2. ავეჯი 

თუ მილები რამდენიმე წყვილ ფეხსაცმელს უძლებს, მაშინ რატომ არ უნდა ვცადოთ ასეთი კონსტრუქციის დატვირთვა ადამიანის სხეულით? მერწმუნეთ, ყველაზე მარტივი ვარიანტია: ინტერნეტში ავეჯის მთელი გარნიტურის პოვნას შეძლებთ.

3. სატრანსპორტო საშუალება

თუ ავტომობილის მართვა გიყვართ და ასეთივე მღელვარებით PVC მილებს უყურებთ, მაშინ ამ ვარიანტზე დაფიქრდით. თქვენ საკმაოდ სამუშაო მოდელს მიიღებთ. რა თქმა უნდა, ამით წვეულებაზე ვერ წახვალთ, მაგრამ ეზოში გასეირნებას შეძლებთ! ხელმარჯვე ოსტატები თვითმგორავს, ურიკას და მინიატურულ კატამარანს ქმნიან, რომლითაც ბავშვებს გასეირნება თავისუფლად შეუძლიათ.

4. შემოღობვა

ინტერნეტში მილებისგან დამზადებული ნამდვილი მესერი ვნახეთ, რომლითაც მფლობელი თავის კარმიდამოს ღობავდა. გულწრფელად, ძალიან მაგრად გამოიყურება: თეთრი ღობე და, შესაძლოა, გამათბობელი. ეს ცალკე მასალის თემაა, მაგრამ ნამდვილად გამოგადგებათ კატილკა, რომ სივრცის ნაწილი საყვარელი ლაბრადორის ან ცნობისმოყვარე მეზობლის ბაშვებისგან დაიცვათ. გენიალურია!

5. თაღი და ფანჩატური

მილები არა მხოლოდ ღობის და კატილკას, არამედ სხვა მიმზიდველი ნივთების შესაქმენლად გამოგადგებათ. მაგალითად, შეგიძლიათ ფანჩატური ან ყვავილების თაღი შექმნათ. აქ ნამდვილი ოსტატობა გვხვდება: პირველ შემთხვევაში ბუნებრივი ესთეტიკა, რომელიც პირდაპირ კრეატიული ტვინიდან იზრდება, მეორეში – მილის ქარხნის მფლობელი, რომელიც ნარჩენებს ოსტატურად იყენებს. ალბათ, გუნდიც ასე კარგად ორგანიზებული აქვს.

6. წებოვანი წვრილმანები

დიდი ფორმების და გლობალური ინჟინერიის მიმართულებით სწრაფად წავედით, არადა იმ ადამიანებზე ზრუნვაც ღირს, ვინც უახლოეს მომავალში მილის ტრანსპორტის ან სახლის ფლობას არ აპირებს. თუ ფეხსაცმლის თაროც არ გჭირდებათ, მილის ნარჩენების ასე გამოყენება სცადეთ. დიდ დროს არ წაგართმევთ და გაგახარებთ.

7. მუსიკალური ინსტრუმენტები

როგორც აღმოჩნდა, პლასტმასის საკანალიზაციო მილები შესანიშნავად რეზონანსდება, ანუ გამოდგება, მაგალითად, ქსილოფონის, საქსოფონის ან ორგანის დასამზადებლად. თუ აბსოლუტური სმენა გაქვთ და ნამდვილი ინსტრუმენტის შეძენას ვერ ახერხებთ, PVC მილები გამოიყენეთ. ნახეთ, ბიჭი სურათზე. როგორ ფიქრობთ, რისგან არის დამზადებული მისი ფლეიტა?

პირადად, ჩვენს რედაქციას PVC მილებმა ძალიან დააინტერესა. ვფიქრობთ, რით დავიწყოთ: საქსოფონით, რომ შესვენებაზე რამდენიმე ჯაზის სტანდარტი დავუკრათ, თუ თვითმგორავით, რომ ოფისში ვისრიალოთ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე საინტერესო იდეას თქვენც მოგვაწვდით.