უკვე თვეზე მეტი გავიდა, რაც სახლში ვსხედვართ. მშვენიერი ამინდის მიუხედავად ჩვენი სამუშაო და დასვენების დღეები ერთნაირია. ამ დროს ზოგი ჭკუიდან გადადის, ზოგი კი სიამოვნებას იღებს. ასე რომ დავფიქრდით, როგორ უძლებენ კარანტინს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
რა თქმა უნდა, უმეტესობა ჩვენგანი მზადაა ზღვაზე ან პიკნიკზე გაიქცეს, მაგრამ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი თავს შესანიშნავად გრძნობს. ნახეთ, ვინ არიან ისინი და როგორ ერთობიან სახლში.
ტყუპები
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს შეიძლება ინტროვერტი ვუწოდოთ. ის ინტელექტუალურად განვითარებული და კომუნიკაბელური ადამიანია. ყოველთვის მზადაა განიხილოს როგორც კვანტური მექანიკა, ასევე ბოლოკის დარგვა. თვითიზოლაციით ტანჯვა – მასზე არაა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი თავისუფალ დროს იოგით, საინტერესო წიგნით და თვითსწავლებით არის დაკავებული.
კურო
კურო – ჯიუტი და გაუვალი ადამიანი. მას ურჩევნია არა ლაპარაკი, არამედ მოქმედება. სწორედ ამიტომ, სამსახურში კურო შეუცვლელი თანამშრომელია. საუბრები და სხვადასხვა განხილვები, ტელეფონითაც კი, ამ ზოდიაქოს ნიშანს წარმოუდგენლად ღლის. სწორედ ამიტომ, კარანტინი მისთვის ბედნიერებაა. ეს ხომ ძალიან სასიამოვნოა, მორიგი ვიდეოკონფერენციის შემდეგ საკუთარი თავი საყვარელი ტკბილეულით გაანებივროთ.
მერწყული
დამეთანხმეთ, მერწყული ინტროვერტს ყველაზე ნაკლებად ჰგავს. ამ ნიშნის წარმომადგენელი საუბარს პირველი იწყებს, ის საინტერესო და მიმზიდველია. თვითიზოლაციაში მოქმედების და აზროვნების თავისუფლებას ხედავს. მოწყენის დრო არაა. აი, ნახავთ, კარანტინი დამთავრდება, ხოლო მერწყულს წვეულების გეგმა უკვე ექნება.
სასწორი
აი, ვინ არ იტანჯება კარანტინის დროს მარტოობით. პირიქით, საკუთარ თავთან განმარტოების შესაძლებლობას დიდხანს ელოდა. ახლა შეუძლია სახლი დაალაგოს, საკუჭნაოს გადახედოს, სივრცის ორგანიზებას მიხედოს. ურთიერთობას სასწორი სწრაფად ივიწყებს. რა შეიძლება იყოს წესრიგზე უფრო საინტერესო?
თევზები
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების უმეტესობა – ჩაკეტილი და მორცხვი ადამიანები არიან. კომპანიაში მოუხერხებლები არიან, ამიტომ მათ გაურბიან. სახლში კი ყველაფერი გასაგები და ახლოა! თევზს საუკეთესო მეგობრები ჰყავს. მათთან თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. სწორედ ასეთ შეხვედრებზე ოცნებობენ თევზები.
ცეცხლოვანი ზოდიაქოს ნიშნები
როგორც ხედავთ, ამ სიაში ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები არ არიან. საქმე იმაშია, რომ ვერძი, მშვილდოსანი და ლომი – ვნებიანი და ტემპერამენტიანი ადამიანები არიან. ისინი კარანტინის დროს ყურადღების დეფიციტს განიცდიან. დისკომფორტის კომპენსირებას ინტერნეტით და ტელეფონით ცდილობენ.
თუ ამ სიაში საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი ვერ იპოვეთ, არ იდარდოთ. კარანტინის შემდეგ ურთიერთობით სიამოვნების მიღების შესაძლებლობა გექნებათ. მთავარია – ამ მომენტს პოზიტიურ ნოტაზე დაელოდოთ.