როგორ მოვამზადოთ ნაკლებად მარილიანი კიტრი პაკეტში მხოლოდ 3 საათში

ჩვენ, ყველას გვიყვარს ნაკლებად მარილიანი, მარილიანი და დამწნილებული კიტრი, მაგრამ მათ მომზადებას ბევრი დრო სჭირდება. ნაკლებად მარილიანი კიტრის მომზადებაც კი პრობლემურია: მას მდუღარე წყალი უნდა დაასხათ და გაგრილებას დაელოდოთ, კიტრი კი სულ ოდნავ დამარილდება, ამასთან ქვაბში ადგილი უნდა იპოვოთ. არსებობს სხვა, უფრო საინტერესო ვარიანტი. კიტრი ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში მოამზადეთ!

ამ საიდუმლო მეთოდით კიტრი უბრალოდ ფანტასტიკური გამოვა: არომატული, ხრაშუნა და გემრიელი! და არანაირი მარილწყალი, მდუღარე წყალი, ქვაბი და ქილა. რეცეპტი უმის მოყვარულებს უყვართ, რადგან მასში თერმული დამუშავება არ განიხილება. მშრალი დამარილება კიტრის ფერს ინარჩუნებს, ის ისეთივე მწვანე რჩება, როგორც ახალი.

მკვრივი, ძლიერი და წვნიანი კიტრი ახალ კარტოფილთან და კარაქთან ერთად – უბრალოდ გასტრონომიული ექსტაზია! უკვე მომზადების ეტაპზე ცხოველურ მადას იგრძნობთ. ამ კერძის დღესვე მომზადებას ნამდვილად გირჩევთ. ახალი კიტრის გამოყენება განსაკუთრებით კარგი იქნება! საქმეს შევუდგეთ?

სწრაფი რეცეპტი: კიტრი პაკეტში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კიტრი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 კონა კამა
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • 3 ილის თესლი
  • 2 მიხაკის თანაყვავილედი
  • 1 ჩ/კ შაქარი

მომზადება:

1. ამ მეთოდით დამარილებისთვის პატარა, 10 სმ სიგრძემდე კიტრი შეარჩიეთ. რაც უფრო პატარა იქნება, მით უფრო სწრაფად დამარილდება. კარგად გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და სიგრძეში 4 ნაწილად გაჭერით.

2. თასში მწვანილები გარეცხეთ და ზედმეტი წყალი მოაშორეთ. კამა შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ ან ხელით ნაჭრებად დააქუცმაცოთ. ნიორი ფირფიტებად დაჭერით. თუ ნაკლებად გიყვართ – ნიორი დაჭყლიტეთ.

3. გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში კიტრი მოათავსეთ, მარილი, შაქარი, ნიორი, ილი, მიხაკი და კამა დაუმატეთ.

4. პაკეტის თავი გაკვანძეთ, შიგნით ჰაერი დატოვეთ. შეგიძლიათ კიდევ ერთი პაკეტში ჩადოთ, რომ დამარილების პროცესში წარმოქმნილი სითხე არ დაიღვაროს. კარგად შეანჟღრიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს. კიტრი მაცივარში შეინახეთ. 3 საათში უკვე სუფრაზე გატანას შეძლებთ. გემრიელად მიირთვით!

თუ კიტრს პაკეტში ნიორთან ერთად უფრო დიდხანს გააჩერებთ, კიტრი უფრო გაჯერებულ გემოს მიიღებს. საუზმეზე ახალი და ცხარე წასახემსებლის ჭამას აპირებთ? მაშინ კიტრი საღამოს მოამზადეთ, დილით კი ის ნაკლებად მარილიანი გახდება. ასეთი კიტრი დამარილებულ და დამწნილებულ კიტრზე უფრო სასარგებლოა, რადგან მასში ნაკლები მარილი და უფრო მეტი სასარგებლო თვისებაა შენარჩუნებული.

სჯობს ნაკლებად მარილიანი კიტრი მცირე პორციებით მოამზადოთ. პროდუქტი წვენს აქტიურად გამოყოფს და დროთა განმავლობაში ძალიან მარილიანი ხდება, ამიტომ კიტრი 2 დღეზე მეტხანს არ შეინახოთ. თუმცა არ ინერვიულოთ, ოჯახის წევრები 1 კგ კიტრს ერთ დასხდომაზე წამებში გააქრობენ.

ნაკლებად მარილიანი კიტრის რეცეპტი პაკეტში შეიძლება თქვენი გემოვნების მიხედვით სრულყოთ. მშრალი მდოგვი, ახალი ქინძი, კვლიავი, ნიახური, ტარხუნა, ალუბლის ფოთლები, პირშუშხა, მოცხარი ან წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკის დამატება სცადეთ. რა თქმა უნდა, ყველა ერთად არა, არამედ მონაცვლეობით. სწრაფი და მარტივი მომზადების მეთოდი საშუალებას მოგცემთ კერძი ხშირად მოამზადოთ. ზოგიერთი კიტრის დიეტით წონაშიც კი იკლებს.

ამ ზაფხულის გემოს დიდხანს დამახსოვრება გსურთ? ასეთი წასახემსებლით ზაფხული ნამდვილად კაშკაშა იქნება! რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.