6 მარტივი ტესტი თქვენი ჯანმრთელობის შესაფასებლად

0
9

თუ საავადმყოფოში წასვლა თქვენი ფავორიტი აქტივობა არაა, თუმცა თქვენი ჯანმრთელობა გაღელვებთ, მაშინ ეს ტესტები სწორედ თქვენთვისაა. მათი დახმარებით იდეალურად შეაფასებთ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობას:

მოქნილობა

დაჯექით იატაკზე, გაჭიმეთ ფეხები წინ და ეცადეთ შეეხოთ თქვენს ფეხებს ხელის თითებით. თუკი ამის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ, მაშინ თქვენი სხეული იდეალურ ფორმაშია. თუ ეს ვარჯიში თქვენთვის რთულია, მაშინ სჯობს იოგით ან ცურვით დაკავდეთ.

გული

დაჯექით წყნარად სიჩუმეში 5 წუთით, შემდეგ კი დაიწყეთ 4 თითი მაჯის შიდა მხარეს. იპოვეთ პულსი და გაზომეთ ერთი წუთის განმავლობაში. ზრდასრულებისთვის და 10 წელზე უფროსი ბავშვებისთვის წუთში 60-100 გულისცემაა ნორმალური. ამაზე მეტი ან ნაკლები რაოდენობა სისხლის წნევის პრობლემაზე მიუთითებს.

თითები

ჩაასხით ძალიან ცივი წყალი ჭიქაში და ჩაყავით მასში თითები 30 წამით. თუ თქვენი თითების წვერები თეთრ ან ლურჯ ფერს მიიღებს, მაშინ სისხლის მიმოქცევის პრობლემა გაქვთ. ტემპერატურის რადიკალურ კლებას ან სტრესს სისხლის იმ ვენების შევიწროვების გამოწვევა შეუძლია, რომელიც სისხლს აწოდებს თითებს, ცხვირს და ყურებს.

სასუნთქი სისტემა

აანთეთ ასანთი, დაიჭირეთ ხელით და გაწიეთ რაც შეიძლება შორს თქვენი სახის წინ. შეისუნთქეთ ღრმად ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. შეეცადეთ ასეთი პროცესით ჩააქროთ ასანთის ცეცხლი. თუ ამისთვის რამდენიმე ამოსუნთქვა დაგჭირდებათ, მაშინ შესაძლოა სუსტი სასუნთქი სისტემა გაქვთ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მოწევით, ვარჯიშის ნაკლებობით და ქრონიკული დაავადებებით.

სითხის შეკავება

დააჭირეთ ცერა თითი თქვენს ფეხს. მისი მოშორების შემდეგ თუ კანზე რამდენიმე წამის განმავლობაში დარჩება თითის კვალი, მაშინ თქვენს სხეულს შეიძლება სითხის შეკავების პრობლემა ჰქონდეს. ასეთ დროს რეკომენდირებულია მარილის მიღების შემცირება და სწრაფი მომზადების პროდუქტების ჭამაზე უარის თქმა.

ფარისებრი ჯირკვალი

დახუჭეთ თვალები, გამოწიეთ ხელები წინ და გაშალეთ თითები გვერდებზე. შემდეგ სთხოვეთ ვინმეს თქვენს ხელებზე ერთი ცალი ქაღალდის დადება. თუკი ქაღალდი თქვენს თითებზე რხევას დაიწყებს, მაშინ სჯობს ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის გამოსაკვლევად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here