აირჩიეთ ყვავილი და შეიტყვეთ თქვენი ქალურობის საიდუმლო

გთავაზობთ ყვავილების მარტივ და ჯადოსნურ ტესტს. შეხედეთ, რა ნაზი და ლამაზებია… უბრალოდ, უნდა აირჩიოთ ის ყვავილი, რომლის საჩუქრად მიღება გსურთ. თქვენი ხასიათის აღწერა კი დაბლა წაიკითხეთ. თუ ორი ყვავილის არჩევა მოისურვეთ, ნიშნავს, რომ თქვენი ხასიათი ქალურ ორ ენერგიას ითავსებს.

ყვავილი #1

თქვენი ქალურობა მუდამ ვლინდება და ყურადღებას იქცევს. სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, ყოველთვის განხილვის საგანი ხდებით. მამაკაცები თქვენით იხიბლებიან, ქალებს – შურთ. თუმცა, თქვენ სხვისი აზრი ნაკლებად გადარდებთ. იცით საკუთარი თავის ფასი და გყავთ ვიწრო სამეგობრო წრე, და მხოლოდ მათ აზრს ითვალისწინებთ.

ყვავილი #2

რომანტიული და ნაზი არსება ხართ, იდეალის განსახიერება, როგორზეც მამაკაცები ოცნებობენ. აძლევთ უფლებას, იზრუნონ თქვენზე და სიამოვნებით იღებთ საჩუქრებს. თქვენი უშუალო გულწრფელობა, სითბო და სირბილე ბევრს ნუსხავს. ქალები ცდილობენ თქვენთან დამეგობრებას, მამაკაცები კი ნდობის მოპოვებას.
თუმცა ამ სირბილის მიღმა მტკიცე ხასიათი იმალება. ზუსტად იცით რა გსურთ და როგორ მიიღოთ იგი.

ყვავილი #3

იმდენი დადებითი თვისება გაქვთ, რომ ძირითადის არჩევა რთულია. გულღია, გუწრფელი, თავმდაბალი და მგრძნობიარე ხართ. მედგრად იტანთ ცხოვრებისეულ სირთულეებს და მომავლის იმედით მათ გადალახვას ახერხებთ. ასეთ ქალზე დაქორწინებაზე ყველა მამაკაცი ოცნებობს. მოვლილი და ერთგული ხართ, გეხერხებათ კულინარობა. მამაკაცსაც მეტი რა უნდა?!

ყვავილი #4

მოსიარულე პოზიტივი, ენერჯაიზერი, მზე – ეს ყველაფერი თქვენზეა ნათქვამი. თქვენს ღიმილს ყინულის გალღობა შეუძლია. გიყვართ, როცა მამაკაცი ყურადღებას ავლენს, მეგობრობთ მათთანდ ა ეს მეგობრობა ხშირად სიყვარულით გვირგვინდება. ან იმიტომ დაგიმეგობრდნენ, რომ თავიდანვე უყვარდით.

ყვავილი #5

ბავშვობიდანვე იცით, რომ ლამაზი ხართ. როდესაც დედა გასეირნებდათ, ხშირად იღებდა კომპლიმენტებს თქვენს თაობაზე. შესაძლოა, სწორედ დედამ გასწავლათ, რომ ადამიანები გარეგნობით კი არა, შინაგანი თვისებებით უნდა შეაფასოთ. შესანიშნავად ერკვევით ადამიანებში, არაფერი გამოეპარება თქვენს მახვილ თვალს. მეგობრები ხშირად მოდიან თქვენთან რჩევის მისაღებად.

ყვავილი #6

უჩვეულო ქალი ხართ. თქვენში ურთიერთსაწინააღმდეო თვისებები თავსდება – ყინული და ცეცხლი… გარეგნული სიცივის მიღმა ბობოქარი ვნებები იმალება. და ის მამაკაცი, ვინც შეძლებს თქვენი თვისებების ამოცნობას, ბედნიერი იქნება და თქვენც გაგაბედნიერებთ. შესაშური სიმშვიდით და მოთმენის უნარით გამოირჩევით. თუმცა, თუ წონასწორობიდან გამოხვედით, რაც ძალიან იშვიათად ხდება, გზად ყველაფერს გაანადგურებთ