ყოველდღიურად ჩვენი ტვინი და ორგანიზმი უამრავ მოქმედებას ასრულებს. საქმიანი ყოველდღიურობის ფონზე ძნელია შევამჩნიოთ ყველა ის სიგნალი და ნიშანი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის. ასეთი ცუდი კომუნიკაციის შედეგად შესაძლოა სერიოზული პრობლემები წარმოიქმნას, რის გამოც აუცილებლად უნდა იცნობდეთ იმ სიმპტომებს, რომლებსაც ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება:
10. ძილის პრობლემები
თირკმელების ცუდად მუშაობის დროს იგი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ვერ ახერხებს ნორმალურად და ისინი სისხლში რჩება. გაზრდილი ტოქსინების რაოდენობა დაძინებას ართულებს.
9. თავის ტკივილი, დაღლილობა და სისუსტე
ჯანსაღი თირკმელები D ვიტამინის გადამუშავებას ახდენენ ჩვენს ორგანიზმში ძლიერი ძვლების შესანარჩუნებლად და იმ ჰორმონის წარმოებისთვის, რომელიც სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. თირკმელების პრობლემების დროს ჟანგბადის გადამტანი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება ქრონიკულ დაღლილობას იწვევს თქვენს კუნთებში და ტვინში.
8. კანის გამოშრობა და ქავილი
ჯანსაღი თირკმელები ორგანიზმში მინერალების სწორი ბალანსის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. მათი პრობლემების დროს მინერალების და ნუტრიენტების ბალანსი ირღვევა, რაც კანის გამოშრობას და ქავილს იწვევს.
7. პირში ცუდი სუნი და მეტალის გემო
ორგანიზმში თირკმელების მიერ გაფილტვრის გარეშე დატოვებული ნარჩენების სისხლში დაგროვება საჭმლის გემოს ცვლის და პირში მეტალის გემოს გიტოვებთ. სისხლში ზედმეტი ტოქსინების არსებობა ასევე ცუდი სუნის გაჩენასაც იწვევს პირში.
6. სუნთქვის ნაკლებობა
ორგანიზმში დაგროვებული ზედმეტი სითხე თირკმელების ცუდად მუშაობის დროს ფილტვებში გადადის. ანემია თქვენს ორგანიზმს საჭირო ჟანგბადს აკლებს, რაც სუნთქვის პრობლემებს იწვევს.
5. კოჭების, ხელების და ფეხების გასიება
როდესაც თირკმელები ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეებს ვერ გვაშორებენ, ეს ნატრიუმის დაგროვებას იწვევს. ამის შედეგად გვისივდება კოჭები, ფეხები და ხელები. ტანის ქვედა ნაწილების დასიება ასევე გულის და ღვიძლის პრობლემებზეც შეიძლება მიგანიშნებდეთ.
4. ზურგის ტკივილი
თირკმელების პრობლემები ზურგის ტკივილს იწვევს, როგორც წესი ნეკნების ქვედა არეში. ზურგის და ფეხის ტკივილები შეიძლება გაგიჩნდეთ თირკმელების კისტების გაჩენის დროს.
3. გასიებული თვალები
თირკმელების გამფილტრავი სისტემის დაზიანების პირველი ნიშანი შარდში არსებული პროტეინების რაოდენობის ცვლილებაა, რაც თვალების არის დასიებას იწვევს. ამის მიზეზი ისაა, რომ თირკმელები პროტეინს შარდით გამოყოფენ ორგანიზმიდან, მისი მთელ სხეულში თანაბრად გადანაწილების მაგივრად.
2. სისხლის მაღალი წნევა
თქვენი სისხლის მიმოქცევის სისტემა და თირკმელები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. თირკმელები სისხლიდან ზედმეტ სითხეებს და ნარჩენებს ფილტრავენ. სისხლის ვენების დაზიანების შემთხვევაში სისხლის გასაფილტრი საშუალებები საკმარის ჟანგბადს და ნუტრიენტებს ვეღარ იღებენ. სწორედ ამიტომ იწვევს სისხლის მაღალი წნევა თირკმელების პრობლემებს.
1. შარდის ცვლილება
თირკმელები თქვენი შარდის წარმოქმნასა და მისი დახმარებით ნარჩენების ორგანიზმიდან გამოდევნაზე აგებენ პასუხს. შარდის სუნის, ფერის ან ვიზუალის სხვა ცვლილებები არასდროს არ უნდა დააიგნოროთ.
საყურადღებო სიმპტომებში შედის დღეში ათზე მეტჯერ მოშარდვის საჭიროება. ასევე თირკმელები სისხლის ნარჩენებს ფილტრავენ შარდის წარმოსაქმნელად, რის გამოც შარდში სისხლის გამოჩენა სწორედ ამ ფილტრის უჯრედების დაზიანებაზე მიგანიშნებთ.
ასევე შარდის მიერ ქაფის წარმოქმნა იმაზე მიუთითებს, რომ მასში არასასურველი პროტეინებია შესული.