იდეალური ღიმილი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ასპექტად ითვლება ადამიანის გარეგნობაში. სამწუხაროდ უამრავი ისეთი დეტალი არსებობს, რომელსაც თქვენი ამ ნაწილის გაფუჭება შეუძლია. ამის მაგალითია მოწევა, ზედმეტი კოფეინის მიღება და კბილების არასწორად მოვლა. ყოველდღიური ჩვევები შეუმჩნევლად აჩენენ სტომატოლოგიურ ნადებს, რისი მოშორებაც ყველაზე ეფექტურად სწორედ ამ ნატურალური საშუალებების დახმარებით შეგიძლიათ:
საცხობი სოდა
აურიეთ 1 ს/კ საცხობი სოდა და მარილი ერთმანეთში და ჩააწეთ მათ ნაზავში სველი კბილის ჯაგრისი. ასეთი საშუალებით კბილების გახეხვა ნადებს იდეალურად მოგაშორებთ.
ალოე ვერა და გლიცერინი
უფრო ძლიერი კბილის პასტის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ჭიქა წყალი
1/2 ჭიქა საცხობი სოდა
1 ს/კ ალოე ვერას გელი
4 ს/კ მცენარეული გლიცერინი
1 ს/კ ლიმონის ეთერზეთი
გაიხეხეთ კბილები ამ ნაზავით და ისინი თეთრ, ბრწყინვალე და ჯანსაღ იერს რამდენიმე წუთში მიიღებენ.
ფორთოხლის კანი
წაისვით ფორთოხლის კანი თქვენს კბილებზე. ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა მათი ნადების მოსაშორებლად. ეს ასევე მათ გაათეთრებს და ზედაპირიდან ლაქებსა და ბაქტერიას მოაშორებს. რამდენიმე წუთიანი გახეხვის შემდეგ გამოივლეთ პირში წყალი.
სეზამის თესლები
დაღეჭეთ სეზამის თესლები რამდენიმე წუთით და შემდეგ გადმოაფურთხეთ. ეს კბილებიდან ნადების ყველაზე ნაზი მოშორების ხერხია. ამის შემდეგ მშრალი ჯაგრისით მოიშორეთ კბილებიდან თესლების ნარჩენები. თესლების დაღეჭვით კბილებს ლაქებსაც მოაშორებთ.
კბილების ვიტამინების ნიღაბი
C ვიტამინის შემცველი ხილის და ბოსტნეულის არევით თქვენ მარტივ ნადების საწინააღმდეგო ნიღაბის პასტას მიიღებთ თქვენი კბილებისთვის. აურიეთ ერთმანეთში პამიდორი, მარწყვი და ფორთოხალი და წაისვით მათი ნაზავის პასტა კბილებზე. მოიცადეთ 5-6 წუთი და შემდეგ გამოირეცხეთ კბილი. ეს თქვენს პირში ბაქტერიებსაც და ცუდ სუნსაც გააქრობს.
ძმარი
ეს ყველაზე გემრიელი მეთოდი არ გახლავთ, მაგრამ ის 100 პროცენტით ნატურალური საშუალებაა კბილების გასაწმენდათ მათი დაზიანების გარეშე:
აურიეთ 2 ს/კ ძმარი, 1 ს/კ მარილი და 1/2 ჭიქა წყალი ერთმანეთში და გამოივლეთ ასეთი ნაზავი პირში რამდენიმე დღის განმავლობაში მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.