გამომშრალი და დაბზარული ტუჩების სამკურნალო საუკეთესო მეთოდები

ჩვენი ტუჩები ძალიან ნაზია და მათ მელანინი არ აქვთ, რის გამოც მზეს მათი დაწვა შეუძლია. ასევე ტუჩების დამცავ ზედაპირს ვანადგურებთ უბრალოდ მათი გალოკვის საშუალებითაც კი. სწორედ ამიტომ უნდა ვისწავლოთ ყველა ის ეფექტური მეთოდი, რომლითაც ტუჩების სიჯანსაღის უზრუნველყოფაა შესაძლებელი:

მოერიდეთ მქრქალ ტუჩსაცხებს

ასეთი ტუჩსაცხები ტრენდულია, თუმცა ძალიან აშრობს თქვენს ტუჩებს. ინსტაგრამის ვარსკვლავები ასეთი ტრენდული ტუჩსაცხების ხმარებასთან ერთად საკმაოდ ძვირადღირებულ დამატენიანებელ პროდუქტებსაც ხმარობენ.

გაიხეხეთ ტუჩები

კანის მკვდარი უჯრედების მოშორება სასარგებლოა ტუჩებისთვის, თუმცა არ უნდა გამოიყენოთ მჟავის შემცველი მეთოდები. შეურიეთ ერთმანეთს ქოქოსის ზეთი და სუფთა შაქარი და გაიწმინდეთ ამ ნაზავით ტუჩების ზედაპირები.

ტუჩის მოსავლელი ნიღაბი

აურიეთ ერთმანეთში თაფლი, კაკაოს კარაქი და ზეითუნის ზეთი პასტის მისაღებათ, შემდეგ კი წაისვით ნაზავი ტუჩებზე დაძინების წინ. ამ ნიღაბის მოშორება დილას ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, რადგან იგი ვაზელინის მსგავს ფუძეს არ შეიცავს.

გამოიყენეთ ზეთები მაღალი კომედოგენურობით

კომედოგენურობის დონე ზეთის მიერ ფორების ამოვსების დონეს აღნიშნავს. მაგალითად ქოქოსის ზეთი მაღალი კომედოგენურობით გამოირჩევა, რის გამოც იგი სახეზე არ უნდა წაისვათ. თუმცა, იგი სასარგებლოა თქვენი სხეულისთვის და ტუჩებისთვის, რადგან იგი ავსებს პატარა ბზარებს.

დაატენიანეთ შიგნიდან და გარედან

თუკი თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის, ეს თქვენ ტუჩებსაც შეეტყობა. ამიტომ დარწმუნდით იმაში, რომ დღის განმავლობაში საკმარისი წყლის დოზას სვავთ და ასევე გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი პროდუქტები.

გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი

მშრალი ჰაერი ტუჩების გამოშრობას იწვევს, განსაკუთრებით ზამთარში. ჰაერის დამატენიანებელ ხელსაწყოებთან ერთად ასევე ოთახის ჰაერის დატენიანება შეგიძლიათ სააბაზანოს კარების ღიად დატოვებით, ოთახის მცენარეების ყიდვით ან მაგიდაზე წყლით სავსე ჯამების განთავსებით.

კიტრის ნიღაბი

აიღეთ კიტრის თხელი ნაჭრები და დაიდეთ ტუჩებზე 5-10 წუთით ან წაისვით ტუჩებზე კიტრის პასტა.

ტუჩის ბალზამი კერამიდით

თქვენს ტუჩებს ბუნებრივად გააჩნიათ გარე დამცავი ფენა, თუმცა საჭმელი, მაკიაჟი და ამინდი ამ ფენას ანადგურებს. კერამიდები თქვენ ორგანიზმს ეხმარება ამ დამცავი ბარიერის აღდგენაში.

მოერიდეთ მჟავის შემცველ საჭმელებს და სანელებლებს

მჟავე და ცხარე საჭმელები ტუჩების დამცავ ფენას ანადგურებს და შესაბამისად თუკი გსურთ ისინი გაღიზიანებისგან და დაბზარვისგან დაიცვათ, მაშინ ასეთ პროდუქტებს უნდა მოერიდოთ.

გამოიყენეთ მზის კრემი

თქვენი ტუჩები მზის მიმართ ძალიან სენსიტიურია თქვენი სახის და ტანის მსგავსად. ამიტომ მათ დასაცავად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზის კრემი მინიმუმ 15 SPF-ის შემცველობით.