აკნე, ეგზემა, კანის შეწითლება, ანთება, პიგმენტურლი ლაქები, შავი წრეები თვალების გარშემო, არასასურველი თმა სახის კანზე და ნაოჭები – თუ ამ პრობლემებიდან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, სახლის პირობებში დამზადებული ეს ნიღაბი საუკეთესო გამოსავალია თქვენთვის.
ეს ნიღაბი ამცირებს და წმენდს ფორებს, გვაშორებს აკნეს, ახშობს ანთებით პროცესს, გვიხსნის შეწითლებასა და შეშუპებას, გვაშორებს პიგმენტურ ლაქებს და შავ წრეებს თვალების გარშემო, თავიდან გვარიდებს სახის კანზე არასასურველი თმის ზრდას, აგლუვებს ნაოჭებს და ხდის კანს ბზინვარეს.
ეს ძალიან ეფექტური ნიღაბი რამდენიმე მარტივი ინგრედიენტისგან შედგება.
თქვენ დაგჭირდებათ:
- საშუალო ზომის მინის ჭურჭელი
- 2 ს.კ ფქვილი
- 1 ჩ.კ კურკუმა
- 1 ს.კ ნუშის ზეთი
- რძე
მომზადება:
მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი (ხორბლის, შვრიის ან ბრინჯის) და 1 ჩაის კოვზი კურკუმა მინის ჭურჭელში, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი და იმ რაოდენობით რძე, რომ მიიღოთ კრემისებრი მასა, რომელიც უნდა იყოს არც ძალიან ბლანტი და არც ძალიან თხევადი.
მიღებული მასა წაისვით მთელ სახეზე. გამოიჩინეთ დიდი სიფრთხილე და ყურადღება თვალებისა და წარბების მიმართ, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ეს ნიღაბი გვაშორებს თმას სახის კანიდან.
გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით, ხოლო შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმშრალეთ სახე კარგად პირსახოცის გამოყენებით.
ნიღბის ჩამობანის შემდეგ თქვენი სახის კანი შეიძლება მოყვითალოდ იყოს შეფერილი. ყვითელი ფერის მოსაშორებლად დაიბანეთ სახე უცხიმო კეფირით ან რძით.
ისარგებლეთ ამ საშუალებით კვირაში 1-ხელ და მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგოაცებთ.
არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის დაქალებისთვის გაზიარება!