მარტივი და ეფექტური მეთოდი უთოს შიგნიდან და გარედან გასაწმენდად

პერიოდულად უთო ჭუჭყის, მტვრის, ობისა და ნადებისგან უნდა გაწმინდოთ. გთავაზობთ 10 მარტივ და ეფექტურ მეთოდს უთოს გასაწმენდად.

უთოს შიგნიდან გაწმენდა

თუ უთოში გაუფილტრავ, ჩვეულებრივ ონკანის წყალს ასხამთ, დროთა განმავლობაში მასში ნადები გაჩნდება. თუ უთომ მოულოდნელად ტანსაცმლის დასვრა დაიწყო, ან მისგან ყავისფერი სითხე გამოვიდა, დროა უთო შიგნიდან გაწმინდოთ!

ძმარი + წყალი

ძმარი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ. უთო ვერტიკალურად დადგით, სითხე მაქსიმალურად ჩააასხით. შემდეგ უთო გააცხელეთ და 10 წუთით დატოვეთ. უთო ამ დროში გამოირთვება და ჩაირთვება. ეს პროცესი არ შეწყვიტოთ.

შემდეგ ნებისმიერი ტაშტი დადგით და მასში უთოს ორთქლის გამოშვება დაიწყეთ. გააგრძელეთ მანამ, სანამ უთოდან ყავისფერ სითხეს ბოლომდე არ გამოიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ პროცედურის დროს სახლში ფანჯარა ღია უნდა იყოს.

ბოლოს წყალი ჩაასხით, კიდევ ერთხელ გააცხელეთ და ორთქლი გამოუშვით, რომ ნადების ნარჩენი და ძმარი ბოლომდე გამოვიდეს. უთო სალფეთქით გაწმინდეთ.

ლიმონის მჟავა + წყალი

ერთი შეფუთვა ლიმონის მჟავა (20-25 გრ) 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ჩაატარეთ იგივე პროცედურა, როგორც ძმრისა და წყლის ნარევის შემთხვევაში. ლიმონის მჟავა ჟანგს და ნადებს შესანიშნავად აშორებს.

უთოს გაწმენდა გარედან

უთოს ძირი პერიოდულად ბინძურდება და მას გაწმენდა სჭირდება. ამ რამდენიმე მარტივი და ეფექტური მეთოდის დახმარებით პრობლემას სახლის პირობებში გაუმკლავდებით.

სოდა + ძმარი

2 ჩ/კ სოდა და ცოტა ძმარი პასტის მიღებამდე აურიეთ. მიღებული პასტა უთოს ძირზე წაუსვით, შემდეგ ნაჭრით გაწმინდეთ.

ძმარი + წყალი

ამ ნარევით შეგიძლიათ უთოს ძირი გაწმინდოთ. უთოს გაცხელება საჭირო არაა. ძმარი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ, ბამბის ჩხირი აიღეთ, უთოს ხვრელები გაწმინდეთ.

დიასახლისის საპონი

ამ მეთოდით ტეფლონის უთოს ძირის გაწმენდას შეძლებთ. უთო მინიმუმამდე გააცხელეთ, შემდეგ ზედაპირზე საპონი კარგად წაუსვით და ჩვრით გაწმინდეთ.

მარილი

იაფი და დროში გამოცდილი მეთოდი უთოს გასაწმენდად. პირსახოცზე ან ფოლგაზე ჩვეულებრივი მარილი დაყარეთ, უთოთ გააცხელეთ და კარგად გააუთოვეთ.

წყალბადის ზეჟანგი

ბამბის დისკი 3 %-იან წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ, უთოს ძირი და ხვრელები გაწმინდეთ.

კბილის პასტა

ის უთოს ზედაპირის „სკრაბირებაში“ დაგეხმარებათ. აირჩიეთ თეთრი პასტა. ოდნავ გახურებულ უთოს კბილის პასტა წაუსვით და ჩვრით გაწმინდეთ.

აცეტონი

ყველაზე ძლიერი მეთოდი, რადგან მიკრულ პლასტმასს და მიმწვარ სინთეტიკას აშორებს. უბრალოდ ბამბის დისკი აცეტონში დაასველეთ და სიბინძურე გაწმინდეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.