
მუხლების ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პრობლემაა, რომელსაც ხშირად თან ახლავს სხვა ფიზიკური სისუსტეებიც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ 6 ეფექტური ვარჯიშის შესახებ, რომელიც მარტივად გაგიქრობთ ფეხების, თეძოების და მუხლების ტკივილს:
ქუსლების აწევა

- დადექით სკამის უკან
- აწიეთ მეორე ფეხის ქუსლი იქამდე, სანამ ფეხის თითებზე არ დადგებით
- ნელა დააბრუნეთ ქუსლი იატაკზე
- გაიმეორეთ ვარჯიში ორივე ფეხით თხუთმეტჯერ
თითებზე სიარული

ამ ვარჯიშის შესრულება სახლის დალაგების დროსაც შეგიძლიათ. უბრალოდ იარეთ ფეხის წვერებზე სწრაფად – ეს გაგიძლიერებთ ფეხის კუნთებს და ტერფებს. იარეთ 5-15 წუთის მანძილზე სანამ არ დაიღლებით.
კოჭების წრეები

- დადექით ან დაჯექით და აწიეთ ერთი ფეხი მაღლა
- ნელა დაატრიალეთ ტერფები წრიული მოძრაობებით
- გაიმეორეთ ეს მოძრაობა ათჯერ და შემდეგ დაატრიალეთ ფეხი ათჯერ საპირისპირო მიმართულებით
გამძლეობის ვარჯიში

- ამ ვარჯიშისთვის დამჭერი რეზინი დაგჭირდებათ
- მოაბით რეზინის ერთი თავი ავეჯის ფეხს
- ამოდევით ერთი ფეხი მეორის ქვეშ, მუხლის ოდნავ მოხრით
- ზემოთა ფეხით დაიჭირეთ რეზინის მეორე ბოლო
- ნელა გამოწიეთ რეზინი ფეხის თავისკენ გაქაჩვით
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში თხუთმეტჯერ ორივე ფეხით
ფეხის თითების თამაშები

- მოხარეთ ფეხის თითები
- დადევით ძირს პირსახოცი და აიღეთ ის ფეხის თითებით
- დაყარეთ ძირს პატარა ბურთულები
- აკრიფეთ ისინი ფეხის თითებით და ჩაყარეთ კალათაში
ბურთებზე სიარული

- აიღეთ ჩოგბურთის ბურთი და დაჯექით სკამზე
- დაადგით ჩოგბურთის ბურთს ფეხი და დააჭირეთ
- ნელა გააგორეთ ფეხით ბურთი ფეხის თითებისკენ და შემდეგ უკან
- ისიამოვნეთ ამ ეფექტური მასაჟით


