ნატურალური სასმელი, რომელიც აწესრიგებს მეტაბოლიზმს და ააქტიურებს ცხიმის წვას. უებარია შებერილობის დროს, პლუს აქვეითებს მადას

შემოგთავაზებთ მწვანე ჩაისა და ალოეს ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს. მოცემული  მცენარეების სამკურნალო თვისებებს უძველესი დროიდან იყენებდნენ ადამიანები.

ალოე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების აღმოფხვრას, აახლებს სისხლს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და  სასარგებლო გავლენას ახდენს კანისა და თმის მდგომარეობაზე.

ალოეს გამოყენება შეგიძლიათ როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გზით.

სასმელის მეორე ინგრედიენტია ვიტამინებითა და  მინერალებით დატვირთული ლიმონი. ამ ორი მცენარის  კავშირი ცხიმების წვისა და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად საუკეთესო კომბინაციაა.

მოცემული სასმელი წმენდს ნაწლავებს, ღვიძლს, ხელს უწყობს წონის კლებას. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აქვეითებს მადას. აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი და ხელს უწყობს ნაწლავის ღრმად წმენდას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გამოდევნის ტოქსინებს.

სასმელის მიღებიდან პირველ კვირას მოგეხსნებათ შეშუპება, ხოლო მეორე კვირას დაგირეგულირდებათ კუჭის მოქმედება, არტერიული წნევა, გაგივლით თავის ტკივილები. ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული სასმელი აღგავსებთ ენერგიით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ახალი დაყენებული მწვანე ჩაი 100 მლ
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • ალოეს წვენი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • მინერალური ან გაფილტრული წყალი 100 მლ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მწვანე ჩაი დააყენეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით. შემდეგ დაამატეთ ცივი წყალი, ლიმონის წვენი, ალოე და კარგად აურიეთ. თუ სურვილი გაქვთ დაამატეთ თაფლი.
  2. სასმელი მიიღეთ დილით უზმოზე, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე.

სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10-14 დღე. შემდეგ დაისვენეთ 30 დღე და კვლავ გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.