ალბათ გსურთ, იმოგზაუროთ საოცრებათა სამყაროში და დატკბეთ უნიკალური გემოთი, მაშინ მოემზადეთ მისი აღმატებულება ,,ჩიტის რძის“ გამოსაცხობად. რამდენიმე სხვადასხვა გემოთი გაჯერებული ტორტი სუფლეთი უგემრიელლესია და აუცილებლად დაგავიწყებთ მომზადების დროს განცდილი სირთულეებს.
ინგრედიენტები ცომისთვის:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 1 ჭიქა
- ფქვილი 1 ჭიქა
- სიმინდის სახამებელი 20 გრ
ინგრედიენტები სუფლესთვის:
- ჟელატინი 16 გრ
- რძე 1 ჭიქა
- შაქრის ფხვნილი 1 ჭიქა
- ვანილი
- არაჟანი 400 გრ
- ნაღები (33% ცხიმიანობის) 500 გრ
ინგრედიენტები დასანამი ნაყენისთვის:
- შაქარი 5 ს.კ.
- წყალი 7 ს.კ.
- კონიაკი 1 ს.კ.
- ლიქიორი 7 ს. კ.
- ვანილი
იგრედიენტები მინანქრისთვის:
- თეთრი შოკოლადი 50 გრ
- რძიანი შოკოლადი 50 გრ
- შავი შოკოლადი 50 გრ
იგრედიენტები კრემისთვის:
- მასკარპონე 250 გრ
- შაქრის ფხვნილი 150 გრ
- ვანილი
- შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი კრემი.
ბისკვიტის მომზადება
პირველ რიგში, მოვამზადოთ ბისკვიტი. აიღეთ თასი, რომელშიდაც მიქსერით ათქვეფთ კვერცხსა და შაქარს, დაამატეთ ფქვილი, სახამებელი და აურიეთ. ცომი მზად არის.
22 სმ-იანი დიამეტრის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღადი, შედეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და ბისკვიტი 35-40 წუთის განმავლობაში აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
სუფელეს მომზადება
ყალიბში, რომელშიდაც ბისკვიტი გამოაცხვეთ, ჩააფინეთ საკვების ცელოფანი ისე, რომ კედლებზეც ამოიტანოთ, რათა შემდეგ სუფლე მარტივად ამოიღოთ.
აიღეთ თასი, ჩაყარეთ ჟელატინი,დაასხით რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ცივ ნაღებს შეურიეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და მიქსერით ათქვიფეთ 2-3 წუთის განმავლობაში, დაამატეთ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა. ბოლოს კი შეურიეთ ჟელეტინიანი მასა. მომზადებული სუფლე გადაიტანეთ წინასწარ გამზადებუ ყალიბში,ზემოდან გადააფარეთ საკვების ცელოფანი, შედეთ მაცივარში და დატოვეთ 5 საათი.
დასანამი ნაყენის მომზადება
შაქრითა და წყლით მოადუღეთ სიროფი, რომელსაც გაციების შემდეგ დაამატებთ კონიაკს, ლიქიორს და ვანილს.
მინანქრის მომზადება
ორთქლის აბაზანაზე ჯერ თეთრი შოკოლადი გაადნეთ და გადაიტანეთ პატარა პაკეტში, შემდეგ რძიანი და შავი შოკოლადები და ცალ-ცალკე პაკეტებში მოათავსეთ.
ბისკვიტი დანამეთ მომზადებული ნაყენით, ზემოდან დაადეთ უკვე გაციებული სუფლე, რომლის ამოღებაც არ გაგიჭირდებათ. მინანქრიან პაკეტებს ნახვრეტები გაუკეთეთ და სურვულისამებრ მოხატეთ სუფლლე. ტორტი შევდოთ მაცივარში და მოვამზადოთ კრემი.
ათქვიფეთ ცივი მასკარპონე შაქრის ფხვნილთან და ვანილთან ერთად. უნდა მიიღოთ სქელი მასა, რომელსაც გადაიტანთ საკონდიტრო ტომარაში. გამოიღეთ მაცივრიდან ტორტი და მორთეთ გამზადებული კრემით. სურვილისამებრ შეგიძლით გამოიყენოთ თქვენთვის საყვარელი კრემი.
უნიკალური გემო, ულამაზესი ვიზუალი ზღაპრულ სამყაროში მოგახვედრებთ. არ შეგაფერხოთ რეცეპტის სიდიდემ, აქ ყველაფერი დაწვრილებით არის მითითებული, რათა თქვენ მომზადება გაგიმარტივდეთ.
მიირთვით და ისიამოვნეთ. თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!