ზურგის 5 ვარჯიში რომლის შესრულებაც მასაჟის გაკეთებას უდრის.

თუ ზურგი დაგეღალათ და მასაჟის გაკეთების დრო არ გაქვთ, მაშინ ეს 5 ეფექტური გაწელვის მეთოდი საკმაოდ გამოგადგებათ. თანაც რაც მთავარია მათი გაკეთება თქვენი ოფისის სკამში ჯდომის დროსაც კი შეგიძლიათ:

1. პეპლის ფრთები

  • დაჯექით სკამის კიდეზე და გაასწორეთ ზურგი.
  • დაიდეთ ორივე ხელი თავის უკან, მოხარეთ იდაყვები და შეკარით ხელები კისრის უკან.
  • გადაწიეთ იდაყვები რაც შეიძლება უკან. შეისუნთქეთ და გაშალეთ ხელები, ხოლო მკერდი წინ გამოწიეთ.
  • ამოუსუნთქეთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას, მოხარეთ ზურგი მკერდის უკან გასაწევად.
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში ხუთჯერ.

2. კატა ძროხა

  • დაჯექით სკამზე გამართულად და დაიწყვეთ ხელები მუხლებზე.
  • შეისუნთქეთ და ნაზად გადაწიეთ მხრები უკან მკერდის წინ გამოსაწევად. ეცადეთ მხრების დისკები შეახოთ ერთმანეთს, თუმცა არ აწიოთ მხრები მაღლა.
  • ამოსუნთქვასთან ერთად მოხარეთ წელი მხრების წინ გადმოწევით და გადაიხარეთ კისრით მკერდისკენ.
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში რვაჯერ.

3. სკამის ტვისტი

  • დაჯექით სკამზე გამართულად და დააწყვეთ ფეხები იატაკზე.
  • შეისუნთქეთ და დაჭიმეთ ხერხემალი. ამოსუნთქვასთან ერთად გადაიხარეთ სკამის უკანა ნაწილისკენ.
  • დააწყვეთ ხელები სკამზე და არ მოხაროთ მხრები. გაჩერდით ამ პოზაში 30 წამი, ჩაისუნთქეთ ღრმად ხუთჯერ და შემდეგ შეიცვალეთ პოზა.
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში სამჯერ, ორივე მხარეს.

4. გვერდით გადახრა

  • დაჯექით სკამზე და გაიმართეთ წელში.
  • დადეთ ერთი ხელი სკამზე და მოადუნეთ მხარი მის ქვევით ჩასაწევად
  • აწიეთ მეორე ხელი მაღლა და დაიწყეთ ამ მხარეს გადახრა.
  • ამ დროს უნდა იგრძნობთ მსუბუქი დაჭიმულობა. ეცადეთ შეინარჩუნოთ სხეული სწორ მდგომარეობაში და არ გადაიხაროთ წინ.
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში ორივე მხარეს ათჯერ.

5. სკამის მტრედი

  • დაჯექით სკამზე გამართული წელით, დაიდეთ მარჯვენა კოჭი მარცხენა ფეხის მუხლზე.
  • გადახარეთ ტანი წინ და ეცადეთ შეეხოთ თქვენს თეძოს მუცლით. შეინარჩუნეთ ზურგი სწორ მდგომარეობაში.
  • გაჩერდით ამ პოზაში 30 წამის განმავლობაში, ჩაისუნთქეთ ხუთჯერ ღრმად და შემდეგ შეიცვალეთ პოზიცია.
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში სამჯერ, ორივე ფეხით.