უგემრიელესი საუზმე, რომელიც თავისი გემოთი ჩებურეკს მოგაგონებთ მზადდება ჩვეულებრივი ლავაშისა და შიგთავსისაგან.
საჭირო იგრედიენტები:
- გატარებული ხორცი 300-400 გრ
- ყველი 100 გრ
- ნიორი 2 კბილი
- მწვანილი გემოვნებით
- კვერცხი 3 ც.
ინსტრუქცია:
1. თასში ჩაყარეთ გტარებული ხორცი, რომელიც წინასწარ გაქვთ მოთუშული, დაამატეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ნიორი, მწვანილი და აურიეთ. შიგთავსი მზადაა.
გაყავით ლავაში თქვენთვის სასურველ ნაწილებად, მაგალითად, სამად. ლავშზე მოათავსეთ შიგთავსის ნაწილი და გადაკეცეთ ისე, რომ მიიღოთ სამკუთხედი. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი, მომზადებული ლავაშები ამოავლეთ კვერცხში და ორივე მხრიდან შეწვვით თავდახურულ ტაფაში დაბალ ცეცხლზე.
მომზადებილი ჩებურეკები მიირთვით არაჟანთან ან სხვა თქვენთვის სასურველ სოუსთან ერთად.
შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტებით.