ეს ნიღაბი მეგობარმა მასწავლა. დღეს ჩემი კანი თავისუფალია ნაოჭებისა და ლაქებისგან

0
4020

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც უფროსმა მეგობარმა გამიზიარა. მომხიბვლელ ქალბატონს ვერც კი შეატყობთ ასაკს. გასაკვირია, მაგრამ ნაოჭებიც არ აქვს და კანიც უბრწყინავს. მისი სახის კანის მსგავსი კანით საშუალო ასაკის ადამიანებიც კი ვერ დაიკვეხნიან. ვთხოვე: იქნებ, თქვენი სილამაზის პატარა საიდუმლო გამიმხილოთ-მეთქი. გამიღიმა და მითხრა, რომ მას ბევრი სთხოვდა ამ ჯადოსნური საშუალების სწავლებას.

ყველეფრის მიზეზი კი კარტოფილის სახამებლის ბაზაზე შექმნილი შეუფასებლად ეფექტური ნიღაბი ყოფილა, რომელსაც შედეგი პირველი გამოყენებისთანავე აქვს.

რეცეპტი N1

საჭიო იგრედიენტები:

  • სახამებელი 1 ს. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ცოტა თბილი რძე

გამოყენების წესი:

საოცარი ნიღაბის ყველა იგრედიენტი კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. დაიყოვნეთ 30 წუთი და ნარჩენები ბამბით ჩამოიწმინდეთ, შემდეგ კი დაიბანეთ.

სახამებლის ნიღაბი კანს ჰმატებს სიგლუვეს, ატონიზირებს მას და ააქტიურებს შინაგან პროცესებს. დამატებითი იგრედიენტები აძლიერებენ სახამებლის ეფექტურობას.

რეცეპტი N2

  • სახამებელი 4 ს. კ.
  • არაჟანი 4 ს. კ.
  • ვარდკაჭკაჭა 3 ს. კ.

გამოყენების წესი:

მოცემული იგრედიენტები აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე. 30 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

რეცეპტი N3

  • სახამებელი 1 ს. კ.
  • ცოტა გადადუღებული წყალი
  •  1 ცალი კევრცხის ცილა
  • ლიმონის წვენი 1,5 ჩ . კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სახამებელს დაამატეთ ცოტა წყალი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაამატეთ ცილა, ლიმონის წვენი. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ სახეზე და 40 წუთის შემდეგ თბილ წყალში დასველებული ბამბით ჩამოიწმინდეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here