უნივერსალური ფრანგული ცომით უამრავი დიასახლისი ამზადებს პეროგებს, ფუნთუშებს, კრუასანებს, მაგრამ ტკბილეულის გარდა შგიძლიათ, შიგთავსად გამოიყენოთ ყველი, ფარში ან ნებისმიერ სხვა რამ და მოამზადოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.
თუ სურვილი გაქვთ, ერთდროულად ბევრი ცომი მოამზადეთ, მაცივარში შეინახეთ და ერთი კვირის განმავლობაში გამოიყენეთ. ფრანგული ცომი გამოდის ფაფუკი, რბილი და ჰაეროვანი.
საჭირო იგრედიენტები:
- ფქვილი 650 გრ
- კარაქი, მარგანინი ან სპრედი 200 გრ
- შაქარი 100 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- რძე 250 გრ
- მარილი 1 ჩ. კ.
- საფუარი 11 გრ
ამ იგრედიენტებით გამოდის 1 კგ და 300 გრ ცომი.
თასში ჩაასხით თბილი რძე, დაამატეთ გამდნარი კარაქი, 2 ცალი კვერცხი, მარილი და შაქარი. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ ფქვილი, რომელშიდაც საფუარია არეული და მოზილეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრო ცომსაზელიც.
დაიმახსოვრეთ, რომ ცომის შემადგენლობაში შედის ბევრი ცხიმი, რაც აფერხებს ამოსვლის პროცესს. ცომს ასაფუებლად დასჭირდება 15 წუთი.
მომზადებული ცომი გაახვიეთ საკვების ცელოფანში და შედეთ მაცივარში ან გაყინეთ. ყოველ დღე შეგიძლიათ მოამზადოთ ნუგბარ-ნუგბარი ტკბილეული, სხვადასხვა კერძი და საყვარელ ადამიანებს ასიამოვნოთ.