შემოგთავაზებთ გემრიელი, ხრაშუნა და ნაზი ორცხობილების რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ალბათ, ცომის მომზადებას 10 წუთი დასჭირდება, ხოლო გამოცხობას_ 10-15 წუთი. მინიმალური ინგრედიენტებით მომზადებული ორცხობილებით სწრაფად და მარტივად შეძლებთ საყვარელი ადამიანების გამასპინძლებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
- შაქარი 0,5 ჩ. ჭ.
- ზეთი 0,5 ჩ. ჭ.
- კვერცხი 1 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ვანილი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ზეთი, ვანილი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- საცხობ ფორმაზე დააფანეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გამოხელეთ ბურთულები. ბურთულები თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე, ზემოდან მსუბუქად გააბრტყელეთ ჩანგლით ან პატარა ჭიქით გააკეთეთ სხვადასხვა სიგრძის რკალები და მოაყარეთ შაქარი.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი. მოამზადეთ უგემრიელესი ორცხობილები და ისიამოვნეთ!