4 საშინაო საშუალება, რომელიც უკვალოდ აქრობს ცხიმის ჩამჯდარ ლაქებსაც კი

გარეცხეთ პირსახოცები ამ საშუალებით და ძნელადმოსაშორებელ ლაქებს დაემშვიდობეთ.

საშუალება №1 

აიღეთ დიდი თასი და ჩაყარეთ შემდეგი იგრედიენტები:

  • 3 ს. კ. სარეცხი ფხვნილი
  • 3 ს. კ. მათეთრებელი
  • 3 ს. კ. მცენარეული ზეთი

დაასხით ძალიან ცხელი წყალი (უმჯობესია ადუღებული). მთელი ღამით ჩაალბეთ პირცახოცები და დილით გარეცხეთ სწრაფი რეცხვის რეჟიმზე. ცადეთ და არ ინანებთ.

საშუალება №2 

ერთ ვედრო ადუღებულ წყალს, დაამატეთ 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 2 ს. კ. მათეთრებელი და 1 ჭიქამდე სარეცხი ფხვნილი. მომზადებულ ნარევში ჩაალბეთ მშრალი პირსახოცები, დილით ამოიღეთ და გაავლეთ.

წარმოუდგენელია რა ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, მაგრამ უკვალოდ ქრება ჩაის, ყავის და ცხიმის ლაქები.

საშუალება №3 

დაგჭირდებათ:

  • კალცირებული სოდა
  • სარეცხი საპონი

ინსტრუქცია:

  1. აადუღეთ ხსნარი ამ ორი ინგრედიენტით (შეგიძლიათ აიღოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობა).
  2. მომზადებულ ხსნარში ჩაალბეთ ჭურჭლის ტილოები, დილით ამოიღეთ, გაავლეთ და შედეგით ისიამოვნეთ.

საშუალება №4 

ნივთების გასათეთრებლად დაგჭირდებათ:

  • სახეხზე გახეხილი სარეცხი საპნის მეოთხედი ნაჭერი
  • ძალიან ცოატა კალიუმის პერმანგანატი

აადუღეთ 10 ლიტრი წყალი, გადაანაწილლეთ ორ თასში. პირველ თასს ამატებთ გახეხილ სარეცხი საპონს და აურევთ. მეორეს კი -კალიუმის პერმანგანატს, წყალი ოდნავ წითლად რომ შეიფეროს. ორივე თასს აურევთ ერთმანეთში. მიიღებთ ყავისფერ ხსნარს. მომზადებულ ხსნარში თეთრეული გასათეთრებლად ჩაალბეთ. დააყოვნეთ 6-8 საათი და ნახავთ, რომ საოცრება მოხდება