ფრჩხილის სოკო, იგივე ონიქომიკოზი, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებას იწვევს ჭარბოფლიანობა, მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება, ტრამვები, ზოგიერთი შინაგანი დაავადება.
ეს უსიამოვნო პრობლემა მრავალ დისკომფორტს ქმნის. ფრჩხილის ფირფიტა ფხვიერდება, სქელდება, უხეშდება, იცვლის ფერს და თუ დროულად არ დაიჭერთ თადარიგს, შეიძლება ინფექცია სხვა ფრჩხილებზედაც გავრცელდეს.
შემოგთავაზებთ ყავის ბაზაზე მომზადებული სუპერ აბაზანის რეცეპტს, რომელიც კვებავს და აძლიერებს ფრჩხილებს, კურნავს სოკოსგან. შეგიძლიათ გაიკეთოთ როგორც ფეხის, ისე ხელის ფრჩხილებზე.
აბაზანები გაიკეთეთ დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, ძილის წინ.
სასურველია, თქვენ თვითონ დაფქვათ ყავა. შემდეგ მოადუღეთ ყავა (საშუალო ზომის ფინჯან წყალზე 2 ჩ. კ. ყავა), გააგრილეთ და ნალექთან ერთად გადაასხით პატარა თასში. მომზადებულ აბაზანაში 15 წუთით ჩაყავით ხელის ფრჩხილები. ხოლო ფეხის ფრჩხილებისთვის ზემოთ მოცემული პროპორციები გაზარდეთ 4-ჯერ, მოამზადეთ ყავა და ნალექთან ერთად გადაასხით თასში. მომზადებულ აბაზანაში ფეხები ჩაყავით 15 წუთით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილებს.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე. აბაზანები გაიკეთეთ რეგულარულად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!