ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ გამდნარ კარაქს ერბოს ეძახიან. ინდოეთში ერბოს სამკურნალოდ იყენებენ. იმდენად მაღალია ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებები, რომ მას თხევად ოქროს ეძახიან.
რა სარგებლობა მოაქვს ერბოს ადამიანის ორგანიზმისთვის
1. აძლიერებს იმუნიტეტს
ერბოს აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება და სწრაფად აძლიერებს ორგანიზმს. თუ ყოველ დილით მიირთმევთ პურზე წასმულ ცოტაოდენ ერბოს მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმი იქნება ტონუსში. მის შემადგენლობაში შედის ვიტამინები: A, D და E.
2. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
კოსმეტოლოგები ერბოს აქტიურად იყენებენ. ის კანზე ადვილი წასასმელია, კარგად შეიწოვება, ფორებიდან გამოდევნის მარილებს, შლაკებსა და ტოქსინებს. ამ პროცედურის შემდეგ კანი ხდება ნაზი, რბილი და მბზინავი.
3. გამოიყენება შესაწვავად
გამდნარ კარაქში მომზადებული საჭმელს აქვს გემრიელი არომატი და თან გაცხელების დროს ერბო არ კარგავს მნიშვნელოვან თვისებებს. ერბოში შეგიძლიათ შეწვათ როგორც ხორცი, ასევე ბოსტნეული.
4. მკურნალობს ანთებას
ერბოს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ერბოსა და თაფლის ნაზავი შველის ყელის ტკივილს. ერბოს ამატებენ ზაფრანას, ილს და აურევთ. მიღებულ ნაზავს რამდენიმე წუთით გაიჩერებთ პირში.
ერბო თავისი მნიშვნელობით შეუფასებელია. საუკეთესო ერბო მზადდება შინაური კარაქისგან.
5. გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში
ერბო შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს, რის ხარჯზეც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. როდესაც ამ პროდუქტს ვიღებთ, სხეულის პრობლემურ ზონებში ცხიმების სახით დაგროვების ნაცვლად, მას ორგანიზმი საჭირო ენერგიად გარდაქმნის. ერბოში შემავალი მჟავები გაცილებით ნაკლებადაა გაჯერებული, ვიდრე ცხოველური წარმოშობის სხვა ცხიმები.
იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია მეგობრებსაც!