კისრიდან, იღლებიდან და სხეულის სხვა პრობლემური ზონებიდან ლაქების მოშორება ამ ხელმისაწვდომი რეცეპტით მარტივია

0
501

კანზე მუქი ლაქების გაჩენას იწვევს მზის გადაჭარბებული ზემოქმედება, ჰორმონალური ნივთიერებათა ცვლის პროცესი, უხარისხო ან არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები.

ლაქების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადებები: დიაბეტი, სიმსუქნე, თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემები, ღვიძლის დაავადება,  თირკმლის პრობლემები და სხვა.

მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული უამრავი უსაფრთხო ხელნაკეთი საშუალება არსებობს.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ მუქი ლაქების გაღიავებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • მარილი 1 ს. კ.
  • საკვები სოდა 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით დაზიანებულ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი გაიკეთეთ სასურველი შედეგის მიღებამდე კვირაში 2-3-ჯერ.