მოულოდნელად გეწვივნენ სტუმრები და გინდათ, რომ სწრაფად მოამზადოთ კერძი, მაგრამ ისეთი, რომ ყველა აღაფრთოვანოთ თქვენი კულინარიული ოსტატობით.
შემოგთავაზებთ ლავაშებისგან მომზადებულ საოცრად გემრიელი ღვეზელის რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- ლავაში 3 ცალი
- მოხარშული კვერცხი 5 ცალი
- გახეხილი ყველი 120 გრ
- მწვანე ხახვი 1 კონა
- კამა რამდენიმე ღერო
- არაჟანი 100 გრ
- მარილი
- შავი დაფქული წიწაკა
იგრედიენტები ზემოდან დასაფარი სოუსისთვის:
- რძე 3 ს. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- არაჟანი 80 გრ
- მარილი
- მწვანილი თქვენი გემოვნებით
შიგთავსის მოზადების წესი:
- მოხარშული კვერცხი დაჭერით პატარა კუბიკებად ან გახეხეთ.
- მწვანე ხახვი და კამა დაჭერით და დაამტეთ კვერცხს. შემდეგ შეურიეთ არაჟანი, მარილი,პიმპილი.
- გახეხილი ყველი დაამატეთ და აურიეთ.
- ლავაშზე დაიტანეთ შიგთავსი, თანაბრად გაანაწილეთ და გადაახვიეთ. ასევე მოამზადეთ დანარჩენი ორიც.
- მომზადებული ლავაშები დაჭერით თანაბარ ნაწილებად.
- საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და მოასხით სოუსი.
სოუსის მოზადების წესი:
- კვერცხს დაამატეთ არჟანი, მარილი, რძე, მწვანილი და აურიეთ.
- გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 25 წუთის განმაცვლობაში.
- გამოცხობამდე 5 წუთით ადრე მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გახეხილი ყველი.
- შეგიძლიათ შიგთავსი მოამზადოთ გატრებული და მოთუშული ხორცით, ასევე სოკოთი, ტკბილი ხაჭოთი.
- ეს თქვენს სურვილზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
დამერწმუნეთ, სტუმრები მოიხიბლებიან თქვენი შედევრით. მიირთვით და ისიამოვნეთ.