თუ ქუსლების კანი მიდრეკილია სიმშრალისკენ, ეს მარტივი საშუალება თქვენთვისაა. გააქრობს ბზარებს და ნახეთქებს

146

თუ თქვენ ბუნებრივად მშრალი კანი გაქვთ, ეს შეიძლება ქუსლებზე ბზარების გაჩენის მიზეზი გახდეს. დაბზარული ქუსლები კი საკმაოდ უსიამოვნო დასანახია და თუ დროულად არ მიიღებთ სათანადო ზომებს, წარმოიქმნება მტკივნეული და ძნელად სამკურნალო ნახეთქები. ამიტომ, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ქუსლებზე კანი გამოგიშრათ და პატარა ნახეთქი გაგიჩნდათ, დაუყონებლივ გადადით მოქმედებაზე.

მოცემული პრობლემის აღმოფხვრას შეძლებთ  ხალხში გავრცელებული უძველესი და მრავალჯერ გამოცდილი საშუალებებით.

შემოგთავაზებთ ბუნებრივ პროდუქტებზე დაფუძნებულ მეთოდებს. აირჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი და დაუყონებლივ დაიწყეთ მკურნალობა.

1. თაფლი

ქუსლების გაუხეშებული კანის დასარბილებლად საუკეთესო საშუალებაა თაფლიანი აბაზანა. ანტისეპტიკური და დამატენიანებელი თვისებებით გაჯერებული თაფლი სწრაფად ახორცებს ნახეთქებს.

დაახლოებით, 2 ლ თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი  თაფლი და მომზადებულ აბაზანაში 20 წუთით ჩაყავით ფეხები. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით.

2. შვრია და ზეითუნის ზეთი

ბუნებრივი ინგრედიენტების საოცარი კომბინაცია არბილებს და ატენიანებს ქუსლების კანს, ახორცებს ნახეთქებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი დაფქული 1 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი რამდენიმე წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სუფრის კოვზ დაფქულ შვრიას წვეთობით ამატეთ ზეითუნის ზეთი, თან ურევთ, უნდა მიიღოთ პასტისებური მასა.

მომზადებული მასა შეიზილეთ ქუსლებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველდღიურად.

3. ბანანი

ბანანი კანის დასატენიანებლად საუკეთესო საშუალებაა. მისი წყალობით შეძლებთ ქუსლებზე ნახეთქების შეხორცებას. ბანანის რბილობი დაჭყლიტეთ და მიღებული ფაფისებური მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ტერფებზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქუსლებს. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით. ბანანის ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ ყოველ დღე.

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე ეფექტური შვრიისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია აღმოჩნდა.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მოცემული საშუალებები ჩაანაცვლეთ ხოლმე და გამოიყენეთ რეგულარულად. გისურვებთ ჯანმრთელობას!