10 პრობლემა, რომელსაც გოგრით განკურნავთ. აი, რატომ უწოდებენ მას ბოსტნეულის დედოფალს

გოგრა საოცარი პროდუქტია, რომელიც არა მარტო საუკეთესო გემოთი გამოირჩევა, არამედ ის ძალიან სასარგებლოა და შეუძლია მრავალი დაავადებისაგან განკურვნა.

სტატიაში შემოგთავაზებთ 10 დაავადებას, რომელსაც კურნავს გოგრა

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

  • პრობლემა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
  • დაგეხმარებათ: გოგრის ფაფა ფეტვთან ერთად.

კანი

  • პრობლემა: კანის დაავადებები.
  • დაგეხმარებათ: გახეხილი უმი გოგრის ან მისი წვენის საფენი, რომელსაც დაზიანებულ ადგილზე დაიფინეთ.

ქოლეცისტიტი და კენჭები

  • პრობლემა: ქოლეცისტიტი და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
  • დაგეხმარებათ: გოგრით მდიდარი კვების რაციონი, რადგან ასე შეიმცირებთ სისხლში ქოლესტერინის დონეს და თავიდან აირიდებთ ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირებას.

კანის სიმშრალე

  • პრობლემა: მშრალი და სიმტკიცე დაკარგული კანი
  • დაგეხმარებათ: გახეხილი უმი გოგრის ან წვენის ნიღაბი.

შარდ-სასქესო სისტემა

  • პრობლემა: საშარდე გზების დაავადებები.
  • დაგეხმარებათ: გოგრის წვენი ასუფთავებს შარდ-სასქესო სისტემას და თავიდან გვარიდებს არაერთ სერიოზულ პრობლემას.

კბილები

  • პრობლემა: კარიესი.
  • დაგეხმარებათ: გოგრა, რომელიც გამოირჩევა ფტორის მაღალი შემცველობით.

ძილი

  • პრობლემა: უძილობა.
  • დაგეხმარებათ: გოგრის ბულიონი თაფლით.

ჭიები

  • პრობლემა: ჭიები.
  • დაგეხმარებათ: გოგრის მოუხალავი თესლი.
  • შეიძლება გოგრის თესლი ისეთი ეფექტური არ იყოს, როგორც მედიკამენტები, მაგრამ ამ ნატურალურ პროდუქტს საერთოდ არ აქვს უკუჩვენება.

ღვიძლი და თირკმელები

  • პრობლემა: პროსტატის, ღვიძლის, თირკმელების.
  • დაგეხმარებათ: გოგრის თესლი, რომელიც შეიცავს 54% პროტეინს, ცხიმოვან ეთერზეთებს, თუთის მარილებს. მისგან მომზადებული პრეპარატები გამოიყენება პროსტატის ჯირკვლის, ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალოდ. აგრეთვე გოგრა უებარი მკურნალია გარეგანი დამწვრობებისა და გამონაყარებისთვის.

კბილის ტკივილი

  • პრობლემა: კბილის ტკივილი.
  • დაგეხმარებათ: გოგრის ღეროს ძლიერი ნახარშის გამოვლება. მართალია, ის ვერ გიხსნით სტომატოლოგის ვიზიტისგან, მაგრამ ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

გოგრა ნატურალური პროდუქტი, რომელიც დგას თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.