პომიდვრის მარინადი 30 წუთში. რეცეპტი, რომელიც იტალიელმა მეგობარმა მასწავლა

973

პომიდორი უნივერსალური პროდუქტია. შეგიძლიათ ამ წვნიანი და არომატული ინგრედიენტის ბაზაზე მრავალი კერძი მოამზადოთ.

ამჯერად, შემოგთავაზებთ იტალიურად მარინირებული პომიდვრის რეცეპტს. მარინადის მომზადებას არ სჭირდება 3 დღე. მისი დაგემოვნება შეგეძლებათ ნახევარ საათში.

უმარტივესი კერძის მოსმზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ცალი პომიდორი
  • 1 კბილი დაჭრილი ნიორი
  • ცოტა დაჭრილი ნიახური
  • 2 მწიკვი მარილი
  • 2 მწიკვი შაქარი
  • ნახევარი ჩ. კ. დიჟონ მდოგვი
  • 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ნახევარი ს. კ. ძმარი
  • შავი პიმპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პომიდორი დაჭერით რგოლებად და მოათავსეთ ქვაბში.
  2. მოცემული ინგრედიენტები ცალკე თასში აურიეთ და დაასხით დაჭრილ პომიდორს.
  3. ქვაბს დაახურეთ თავზე და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.

იტალიური რეცეპტის მიხედვით მარინირებული პომიდორი  მზად არის, შეგიძლიათ სუფრასთან მიტანის წინ მოაყაროთ მწვანილი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!