ზამიოკულკა იგივე დოლარის ხე. ამ მცენარესთან დაკავშირებით ბევრი ისტორია და ნიშანი არსებობს. ამბობენ, რომ თუ ეს ლამაზმანი აყვავდება, მაშინ თქვენი ფინანსური მდგომარეობაც სასიკთოდ შეიცვლება. მაგრამ სამწუხაროდ, დოლარის ხე ძალიან იშვიათად ყავის. გამოიჩინეთ მოთმინება, სხვა რა გზა გაქვთ, იქნებ გაგიღიმოთ ბედმა და თქვენი ბარაქის მომტანი ხეც აყვავდეს.
შემოგთავაზებთ 8 წესს, რომელთა დაცვაც გარატიანს მოგცემთ და თქვენი ოცნების ხეც აყვავდება.
- მცენარეს უყვარს მზის სხივები. ეცადეთ, რომ დადგათ ისეთ ადგილზე, სადც მსუბუქად და დიფუზიურად ხვდება მზის სხივები. ამიტომ უმჯობესია ის განათავსოთ იატაკზე, ფანჯარასთან ახლოს სამხრეთით.
- დოლარის ხე უყვარს უხვად მორწყვა, მაგრად მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა ნიადაგი გამოშრება.
- მცენარეს არ სჭირდება მაღალი ტენიანობა, მაგრამ თუ მცენარე კარგავს ქვედა ფოთლებს, ნიშანია რომ ნიადაგი გამოშრა.
- ზამიოკულკას უყვარს სითბო. ის გვალვასა და სიცხეს მშვიდად იტანს, ზამთარში კი ტემპერატურა 16 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს.
- დოლარის ხეს არ უყვარს დაგუბებული წყალი, ამიტომ უზრუნველყავით კარგი დრენაჟით.
- მცენარის გადარგვის ან დარგვის დროს გამოიყენეთ უნივერსალური მზა ნარევი.
- თუ გსურთ, რომ მცენარე აყვავდეს, აუცილებლად უნდა განაყოფიერდეს . სასუქები აჩქარებს ზრდას და ხელს უწყობს აყვავებას.
- ზამიოკულკა აუცილებლად უნდა გადარგოთ. თავიდან წელიწადში ერთხელ, შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ და ბოლოს ხუთ წელიწადში ერთხელ.
დაიცავით მითითებული წესები და თქვენი დოლარის ხე აუცილებლად აყვავდება.