მცენარე, რომელიც იზიდავს ხვავს, წარმატებასა და ფულს თითქმის ყველა სახლის ბინადარია. მას ბარაქის ხეს, იგივე ტოლსტიანკას ეძახიან. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს მცენარე ფულს იზიდავს.
ალბათ არც იცოდით, რომ ეს საოცარი მცენარე მწვანე აფთიაქია. ბარაქის ხეს უამრავი სამკურნალო თვისება აქვს, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშიერებული პრობლემების გადაჭრაში.
სტატიაში ვისაუბრებთ ბარაქის ხის სამკურნალო შესაძლებლობებზე.
1. ჰერპესი ტუჩებზე
ტოლსტიაკას რამდენიმე ფოთოლს გამოწურეთ წვენი და წაისვით გამონაყარზე ან დაიფინეთ გაჟღენთილი მარლის საფენი. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ 30 წუთში.
2. ართრიტი, ართროზი
ბარაქის ხის 10-15 ფოთოლი გაწურეთ და ძილის წინ წვენი შეიზილეთ სახსრებზე.
3. ბუასილი
დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი. ტკივილი დაუყონებლივ გაგივლით.
4. დამწვრობა, სისხლჩაქცევები ჭრილობები, აბცესი
ბარაქის ხის ფოთლები დანაყეთ, დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 საათში ერთხელ.
5. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული
მშიერ კუჭზე შეჭამეთ (საფუძვლიანდ დაღეჭეთ) ტოლსტიაკას 2 ფოთოლი.
6. პოლიონეფრიტი, ცისტიტი
გაატარეთ ბარაქის ხის 5 ფოთოლი, დაასხით 1 ჩ. ჭ. ცხელი წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ს. კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.
7. ანგინა და ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ანთება)
აიღეთ ტოლსტიაკას 10 ფოთოლი, გამოწურეთ წვენი, გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში და გამოივლეთ ყელში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-5-ჯერ.
დაიმახსოვრეთ !
ტოლსტიაკა შეიცავს დარიშხანს მაღალი კონცენტრაციით, ამიტომ შინაგანი მოხმარების დროს ნუ გამოიყენებთ ბოროტად, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთლობაზე.