მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჯანსაღი და დაბალანსებული მენიუთი კვება ხასიათის გამოსწორებაში გვეხმარება. თუმცა, რთულია მარტო ჯანსაღი საკვებით თავის გამოკვება მაშინ, როდესაც ცუდი დღის შემდეგ სახლში ბრუნდებით და ტკბილეულობით თავის დამშვიდების სურვილი გტანჯავთ. ქვემოთ ჩამოთვლილი 9 პროდუქტი სწორედ ასეთ დროს გამოგადგებათ ყველაზე მეტად და ხასიათთან ერთად მენიუსაც გაგიუმჯობესებთ:
შოკოლადი
შოკოლადი ბევრ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, მათ შორის მაგნეზიუმსაც, რომელიც ვენების დამშვიდებას იწვევს და ამის წყალობით სისხლის წნევას ადაბლებს, მისი მიმოქცევის გაუმჯობესებასთან ერთად. ცოტაოდენი შოკოლადის ჭამა არამარტო შფოთვას შეგიმცირებთ, არამედ დაღლილობასა და დეპრესიაზეც აისახება დადებითად. ამის გამო თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადი კვირაში სამჯერ.
ყავა
ყოველდღიურად ყავის დალევა ორგანიზმში დოპამინისა და სეროტონინის რაოდენობას ზრდის. ეს ქიმიკატები ნეგატიური ემოციების განეიტრალებაში გვეხმარება, რის გამოც ეს გემრიელი სასმელი ხასიათის გამოსასწორებლად კარგი არჩევანია.
ორაგული
ეს თევზი ძალიან მდიდარია ომეგა 3-ით, რაც ძალიან ეფექტურად ებრძვის ხასიათის ცვლილებებსა და დეპრესიას. ეს პროდუქტი ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას და აადვილებს ყოველდღიური კონცენტრაციის დონეს. შეუხამეთ ორაგული მოხარშულ ბოსტნეულს და დაიწყეთ დღე პოზიტიურად.
კვერცხი
კვერცხები იდეალური წყაროა პროტეინის მისაღებად, რომელიც გვეხმარება კუნთების გამთელებაში ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგაც კი. კვერცხები ასევე D ვიტამინსაც შეიცავენ, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის მუშაობაში და გიცავთ ხველებისგან, ცემინებისგან და გაციებისგან. D ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება დეპრესიის მოშორებასა და წონის კლებაში დიდ დახმარებას გიწევთ.
კენკრა
კენკრა ანტოსიანიდინს შეიცავს, რაც ორგანიზმში ანთებებს ამცირებს და დეპრესიის დონესაც აუფერულებს. მარწყვის, ჟოლოს, მოცვის, მაყვლის და მსგავსი ხასიათის გამომსწორებელი ხილის ჭამა ასევე უამრავი საჭირო ანტიოქსიდანტის მიღებაში გეხმარებათ, რომელიც კარგია თქვენი კანისათვის.
ნიგოზი
თხილეული და განსაკუთრებით ნიგოზი მდიდარია კალორიებით და ცხიმით, თუმცა ისინი მნიშვნელოვანია ბალანსირებული დიეტისთვის. ეს სასუსნავი მელატონინს შეიცავს, რომელიც ხელს უშლის გულის პრობლემებისა და დიაბეტის წარმოქმნას, ასევე ებრძვის სტრესის ჰორმონებსაც. თუკი ჯანსაღი კანის ქონა გსურთ, ნიგოზი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ეფექტურად დაგეხმარებათ.
ავოკადო
ავოკადო იდეალური საშუალებაა მნიშვნელოვანი ჰორმონის, სეროტონინის დასარეგულირებლად. ავოკადო ტვინს ეხმარება ბევრი ფუნქციის მართვაში, მათ შორის იგი ებრძვის დაღლილობას და მნიშვნელოვნად ზრდის ჰორმონების დონეს. იგი არამარტო ბევრი სასარგებლო ვიტამინითაა სავსე, არამედ ავოკადოს შეუძლია თქვენი კანის გაჯანსაღებაც და ასევე მონელების პროცესების გაუმჯობესებაც.
ბანანი
ბანანი საკმაოდ ცნობილია პოტასიუმის მდიდარი შემცველობით, რომელიც გულისცემის აჩქარების, ინფაქტის და ართრიტის რისკებს ამცირებს. ბანანები ასევე იდეალური წყაროა B ვიტამინის მიღებისთვისაც, რომელიც დეპრესიის მკურნალობასთანაა დაკავშირებული.
მაკარონი
ნახშირწყლები ცნობილია მათი ხასიათის გამომკეთებელი თვისებებითა და ენერგიის დონის გაუმჯობესების შესაძლებლობებით. მაკარონი მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს და თანაც კომპლექსური ნახშირწყლების წყაროა, რომელიც გავსებთ სეროტონინით. დაბალანსებული მენიუსთან ერთად მაკარონის მირთმევა გაგიუმჯობესებთ ენდორფინის დონეს და თქვენს ორგანიზმს შემატებს B ვიტამინს.