ნახეთქები, ბზარები და კოჟრები წარსულში დარჩება, ქუსლები კი ნაზი და რბილი გახდება

ძალიან ბევრი ადამიანი არ ზრუნავს ქუსლების სილამაზეზე, მაგრამ მათი მოვლა აუცილებელია, განსაკუთრებით კი ზაფხულში .

თუ გსურთ, რომ ლამაზი და ჯანმრთელი ქუსლები გქონდეთ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

ქუსლებს დიდი ზეწოლა აქვს. მათი საშუალებით ადამიანი მოძრაობს და სწორედ ამის შედეგია, რომ ქუსლებზე კანი ხშირად უხეშდება, რომელიც არა მარტო ესთეტიკურად არის უსიამოვნო დასანახი, არამდე მტკივნეულიცაა.

როგორ დაგეხმარებათ ასპირინი ქუსლების გაუხეშებული კანის დარბილებაში?

ასპირინი ფლობს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. გარეგანი გამოყენების დროს ასპირინი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. ეს უძლიერესი მედიკამენტი იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ასპირინი ქუსლებისა და კოჯრების საწინააღმდეგო უებარი საშუალებაა. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ სტატიაში და შემოგთავაზებთ ასპირინის გამოყენების ხერხებს.

როგორ მოვამზადოთ ასპირინით გაუხეშებული ქუსლებისა და კოჟრების სააწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აგრეთვე ებრძვის სოკოსა და ფეხის არასასიამოვნო სუნს. ამ იაფ და მარტივ საშუალებას ორგანიზმისთვის არ მოაქვს ზიანი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ასპირინი 4 აბი
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • წყალი 1 ს. კ. წყალი
  • პემზა
  • წინდა

მომზადების წესები:

  1. აიღეთ 4 აბი ასპირინი და დაფხვენით.
  2. ასპირინის ფხვნილი ჩაყარეთ სუფთა ჭიქაში.
  3. გაჭერით ლიმონი და გამოწურეთ წვენი.
  4. ლიმონის წვენი შეურიეთ ასპირინს.
  5. დაამატეთ წყალი.

გამოყენების წესები:

  1. გაიწმინდეთ ქუსლები და გაუხეშებულ კანზე შეიზილეთ მომზადებული მასა.
  2. ჩაიცვით წინდები.
  3. შედეგისთვის დააყოვნეთ 20-30 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
  4. აიღეთ პემზის ქვა და ქუსლები კარგად დაიმუშავეთ.
  5. ფეხები კარგად შეიმშრალეთ.
  6. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ და მალე შედეგით ისიამოვნებთ.

როგორ მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს

  1. შეეცადეთ, რომ არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი და მოჭერილი ფეხსცმელები.
  2. პროცედურის შემდეგ წაისვით აღმდგენი კრემი, ვაზელინი.
  3. დაიცავით სისუფთავე, რათა არ გაგიჩნდეთ სოკო ან სხვა ინფექციები.

გამოიყენეთ ასპირინი, გაითვალისწინეთ მოცემული რეკომენდაციები და აღარასდროს შეგაწუხებთ ტკივილი, არც ქუსლების გაუხეშებული კანი შეგიქმნით პრობლემას, თქვენი საყვარელი სანდლებით გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები.